სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1300-მდე საფუტკრე მეურნეობა დაარეგისტრირა
საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დაარეგისტრირეს1300-მდე საფუტკრე მეურნეობა, რომლებიც 53 ათასზე მეტ სკას მოიცავს.
„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის განხორციელების უმთავრესი მიზანი წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის შესაძლებლობაა. რაც შეეხება საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას, 2023 წლის პირველი იანვრიდანაა სავალდებულო, რაც ხელს უწყობს მეფუტკრეების მიერ წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. აღსანიშნავია დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მიმდინარე პროცესში. ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც მეფუტკრე ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ", - განაცხადა ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჯალაღონიამ.
საფუტკრე მეურნეობების რეგისტრაციას სურსათის ეროვნული სააგენტო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით ახორციელებს.
საფუტკრე მეურნეობებმა რეგისტრაციისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ან მუნიციპალურ ოფისებს უნდა მიმართონ. რეგისტრაცია უფასოა.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/5913
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.