მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

„სურვილი გვაქვს საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სუფთა, ამოუწურავი ენერგიის ათვისებასა და განვითარებაში“

news image
mbc image

ენერგოეფექტურობა დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და გამოწვევაა. სწორედ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად და მისი ეფექტური მოხმარების გასაზრდელად, ნინა გადელიამ 2023 წელს კომპანია „შაინ ენერჯი“ დაარსა.

„შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც საქართველოშიმწვანე მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„კომპანიის დაფუძნების იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ სურვილი გვაქვს საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ სუფთა, ამოუწურავი ენერგიის ათვისებასა და განვითარებაში. პირადი გამოცდილებით, განახლებადი ენერგიის სექტორის ბაზარზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა, განსაკუთრებით ეფექტურობის, საიმედოობისა და მომხმარებელთა მომსახურების ნაწილში. ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, ამ საკითხების გადასაჭრელად საკუთარი გამოცდილება გამოგვეყენებინა და მზის ენერგია უფრო ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გაგვეხადა როგორც ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, ისე დამოუკიდებელი ინდივიდებისთვის.“ - ამბობს ნინა გადელია, შაინ ენერჯის დამფუძნებელი.

საქართველოს განახლებადი ენერგიის ბაზარს დიდი პოტენციალი აქვს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას წლიდან წლამდე ზრდის. ეს ყველაფერი კი კომპანიას ეხმარება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გაძლიერდეს.

 „საქართველოში მუდმივად იზრდება ინვესტიციები განახლებადი ენერგიის პროექტებში. ბევრი კომპანია თუ კერძო პირი გვიკავშირდება და გამოხატავენ სურვილს, განახორციელონ მასშტაბური პროექტები და გახდნენ ენერგოდამოუკიდებლები. ბოლო თვეებში ჩვენი კომპანიის ზრდის ტენდენციამ მოლოდინს გადააჭარბა, რაც გვარწმუნებს იმაში, რომ სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურებით. წელს, ჯამურად, 6 მეგავატ  სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების ექსპლოატაციაში გაშვებას ვგეგმავთ. ასევე, ვმუშაობთ 25 მეგვატამდე სიმძლავრის პროექტებზე, რომელთა განხორციელება 2025 წელს იგეგმება“, - აღნიშნავს ის

კომპანია რამდენიმე მიმართულებით სპეციალიზირდება და მოიცავს დაგეგმვის და განხოცრიელების თითოეულ ეტაპზე ჩართულობას.

„ყოველ ახალ პროექტზე მუშაობისას  ლოკაციის დეტალურ შეფასებას ვახდენთ და ტექნიკურ-ეკონომიკურკვლევას ვატარებთ. მაღალი ხარისხის მზის მოდულების, ინვერტორების, სამაგრი კონსტრუქციების, ბატარეებისა და სხვა აუცილებელი კომპონენტების მიღება და სანდო მწარმოებლებისგან იმპორტი - ხარისხიანი მზის ელექტროსადგურის, როგორც გენერაციის ობიექტის გარანტიაა. მომდევნო ეტაპი გამოცდილი ტექნიკოსების მიერ პროფესიონალური სამონტაჟო მომსახურების გაწევაა. შემდეგ კი ექსპლოატაცია და სისტემის მუშაობის უწყვეტი მონიტორინგი, რომელსაც თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ვახორციელებთ. ის გვეხმარება მონაცემებისა და ინფორმაციების მოკლე დროში ანალიზში, რაც მაქსიმალური ეფექტურობის მიღების საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებასაც ვთავაზობთ. ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით,ენერგიის მიმდინარე მოხმარების შეფასებებს ვახდენთ  და მზის ენერგიაზე გადასვლის რეკომენდაციებს ვთავაზობთ. დამატებით კი, ბიზნესებს თანადაფინანსების, გრანტების ან სუბსიდიების მოპოვებაში ვეხმარებით, რათა პროექტის განხორციელება მათთვის უფრო გამარტივდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზარი ჯერ კიდევ ვითარდება, ცხადია, კომპანიას დაარსებიდან სხვადასხვა გამოწვევასთან უწევს გამკლავება.  

„საქართველოში, სადაც ეს მიმართულება ჯერ კიდევ ვითარდება, ბაზარზე შესვლა გაურკვევლობებში ნავიგაციას გულისხმობს, მათ შორის მარეგულირებელ ცვლილებებს, ბაზრის მიღებას და  დამატებით, ენერგიის დამკვიდრებულ წყაროებთან კონკურენციას. ასევე, განახლებადი ენერგიის სექტორი მუდმივად მზარდი და ცვალებადია ტექნოლოგიების კუთხით, რაც მოითხოვს უწყვეტ სწავლასა და თანმიმდევრობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მზის ენერგიის პროექტებში აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკური ცოდნა და უნარები. საჭირო ცოდნის მქონე გუნდის შექმნა და საინჟინრო მაღალი სტანდარტების დაცვა კი ჩვენი ბიზნესის რთული, მაგრამ არსებითი ასპექტია. გვიხარია, რომ დღეს ვაერთიანებთ იმ სპეციალისტებს, რომლებიც გვეამაყება და სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა თითოეული პროექტის საბოლოო შედეგი - უმაღლესი ხარისხის გენერაციის ობიექტის წარმატებით ოპერირება. დღესდღეობით სხვადასხვა მიმართულებით, პატარ-პატარა ყოველდღიური გამოწვევები კვლავ გვაქვს, თუმცა ეს პროცესის ნაწილია და ამის გარეშე, ვფიქრობ, წარმოუდგენელია“ , - ამბობს ის

„შაინ ენერჯი“ აქტიურად თანამშრომლობს მწვანე მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან და ამჯერად, ის საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.

„მოგეხსენებათ, განვითარების პროცესში, დიდი როლის მატარებელია განახლებადი ენერგიის ინვესტიციებზე ხელმისაწვდომობა, სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა, სხვადასხვა შეთევაზება და სუბსიდია, რომლებიც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს პროექტების განხორციელებასა და კომპანიის გაძლიერებას. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობის შესაძლებლობა მოგვეცა.  ბიზნესის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა აღნიშნულ შეთავაზებას. ამ დრომდე რამდენიმე პროექტი დავადასტურეთ და მშენებლობის ეტაპზე გადავდივართ, ხოლო რამდენიმე პროექტირების ეტაპზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შევამცირეთ პროექტების განხორციელების ვადა, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება ბევრი ობიექტი გადავიდეს მზის ენერგიაზე და გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. გვჯერა, რომ საქართველოში გვაქვს პოტენციალი, მზის ენერგია მაღალ დონეზე იქნას ათვისებული და შემდგომ ყოველდღიურობაში დანერგილი. შესაბამისად, გვაქვს ამბიცია და რაც მთავარია -  რესურსი, ამ ცვლილებებში დიდი წვლილი შევიტანოთ“. - ამბობს ნინა.

„შაინ ენერჯის“ შეთავაზება საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს

კომპანია  მზის ელექტროსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ საქართველოს ბანკის იურიდიულ პირს, სპეციალურ შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. ის  უფასო პროექტირებასთან ერთად, მშენებლობის ნაწილში 5-18%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება მოიცავს :  

  • მზის ელექტროსადგურის პროექტირებას;
  • მზის ელექტროსადგურის მშენებლობას;
  • ცალკეული კომპონენტების შესყიდვას (მზის მოდული, ინვერტერი )
  • ტექნიკური დახმარებას;
  • ელექტროსადგურის მუდმივი მონიტორინგის;
  • აწარმოე საქართველოს / EBRD -ის კონტრიბუცია პროექტში.
news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს

06.07.2026.18:48

„თეგეტა მოტორსის“ მასპინძლობით Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოში საბურავების წამყვანმა მწარმოებელმა პრემიუმ კლასის ორი ახალი მოდელი - Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN - ოფიციალურად წარადგინა.

Bridgestone ახალი პროდუქტების პრეზენტაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს, წელს კი საერთაშორისო ღონისძიებას საქართველომ და Bridgestone-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა „თეგეტა მოტორსმა“ უმასპინძლა, რაც კომპანიებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ძლიერი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასტურია.

თორნიკე ჩახვაშვილი, „თეგეტა რითეილი“, მთავარი ოფიცერი: „Bridgestone-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა „თეგეტასთვის“ მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს საერთო ღირებულებებსა და ხარისხის ერთიან ხედვაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ საქართველომ უმასპინძლა ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის არსებულ ნდობასა და წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც უკვე 28 წელია, გრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი თაობის პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს“.

პრეზენტაციას „თეგეტა ჰოლდინგისა“ და Bridgestone-ის წარმომადგენლები და ინდუსტრიით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა არა მხოლოდ ახალი საბურავების შესახებ მიიღეს დეტალური ინფორმაცია, არამედ მათი შესაძლებლობების რეალურ საგზაო პირობებში, სპეციალურად ორგანიზებული ტესტდრაივის დროს შეფასებაც შეძლეს.

გურჰან ჯევიქელი, Bridgestone-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი: „საბურავის ორივე ახალი მოდელი ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მართვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება და, ამავდროულად, მდგრადი განვითარების მიმართულებით წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა იყო. Turanza 6 α ENLITEN და Alenza LX200 ENLITEN წინამორბედი მოდელების, TURANZA T005A-სა და ALENZA 001-ის, გაუმჯობესებული ვერსიებია. ისინი კიდევ უფრო კომფორტულ, მშვიდ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. ახალი მოდელების გაუმჯობესებული მახასიათებლები თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს სრულად პასუხობს. სწორედ ამიტომ, ENLITEN-ის ხაზი Bridgestone-ის მომავლის ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი Bridgestone Turanza 6 α ENLITEN ახალი თაობის პრემიუმ საბურავია, რომელიც მაქსიმალური კომფორტის, დაბალი ხმაურის, უსაფრთხოებისა და საწვავის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად არის შექმნილი. ENLITEN ტექნოლოგიის გამოყენებით საბურავი უფრო მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას, სველ საფარზე გაუმჯობესებულ მოჭიდებას, გაზრდილ ცვეთამედეგობასა და ელექტრომობილებთან სრულ თავსებადობას უზრუნველყოფს.

მეორე ახალი პროდუქტი - Bridgestone Alenza LX200 ENLITEN - SUV-ებისთვის შექმნილი პრემიუმ საბურავია, რომელიც ავტომობილის მფლობელებს გადაადგილებისას მაღალი დონის კომფორტს, მართვის დროს სიზუსტესა და ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს სთავაზობს. ეს მოდელიც ENLITEN ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რაც ხმაურის შემცირებას, საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებულ მაჩვენებელს უზრუნველყოფს. Alenza LX200-ის ვიზუალურ იდენტობას დამატებით გამორჩეულს ხდის LuxBlack Technology, რომელიც საბურავს მუქ შავ ფერსა და პრემიუმ ვიზუალის ეფექტს ანიჭებს.

Bridgestone-ის ორივე ახალი მოდელი თანამედროვე ავტომობილების, მათ შორის ელექტრომობილების, მოთხოვნებს პასუხობს და შექმნილია იმისთვის, რომ მძღოლებს მოკლე თუ შორ მანძილზე მგზავრობისას კომფორტული, უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის გამოცდილება შესთავაზოს.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსისა“ და Bridgestone-ის პარტნიორობა უკვე 28 წელს ითვლის. თანამშრომლობა 1998 წელს დაიწყო, როდესაც „თეგეტა მოტორსი“ იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერი გახდა, მოგვიანებით კი - ოფიციალური დისტრიბუტორი. დღეს კომპანია მომხმარებელს Bridgestone-ის მსუბუქი, SUV-ის ტიპისა და სატვირთო ავტომობილებისთვის განკუთვნილ საბურავებს სთავაზობს, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და მართვის სტაბილურობით გამოირჩევა.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Ate და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა