სუშის რესტორანი Ukve ონლაინ ფილიალებს ხსნის
სუშის რესტორანი „უკვეს“ დირექტორი თათა კაპანაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ თბილისში, ისნის რაიონში ონლაინ ფილიალი გახსნეს და სამომავლოდ კიდევ რამდენიმე ონლაინ მომსახურე ფილიალის დამატებას გეგმავენ, რომ ობიექტის დაფარვის არეალი გაიზარდოს.
ამ დროისთვის რესტორანი სამ ლოკაციაზეა წარმოდგენილი. ამასთან აქტიურად მიდის მენიუს განახლება და ახალი კერძების დამატებაც.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძებისთვის საჭირო პროდუქტების ხარისხი. ვიყენებთ მრავალფეროვან ნედლეულს, საქართველოს ბაზრის გარდა, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებსაც, რითაც ადგილობრივი რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი გვამარაგებს“, - ამბობს რესტორნის დირექტორი.
თათა კაპანაძე Business Insider Georgia-თან 2023 წელს აჯამებს და წლის გამოწვევებზეც საუბრობს.
„2023 წელს რესტორნის პროდუქტზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა და კომპანიისთვისაც სიახლეებით იყო დატვირთული. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავარი პრობლემაა ბაზარზე კადრების დეფიციტი. მიუხედავად ამისა, სწორი მენეჯმენტითა და გარკვეული შიდა საოპერაციო ცვლილებებით მაინც მოვახერხეთ ობიექტების თანამშრომლებით სტაბილურად დაკომპლექტება და ისეთი გუნდის შეკვრა, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს, რის საშუალებითაც მივაღწიეთ იმას, რომ კომპანია გავხადეთ სტაბილურად მომგებიანი“, - ამბობს თათა კაპანაძე.
ბრენდი 2016 წელს შეიქმნა და არის პირველი კომპანია, რომელმაც აზიური სამზარეულო ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა, ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია ოცი ადამიანი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.