სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ - ბაზისბანკი, ფესტივალის ოფიციალური სპონსორი
ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტიაში, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართა.
სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს.სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტიამ წელსაც უმასპინძლა კინემატოგრაფებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იყო კანის პალმის რტოს მფლობელი და ოსკარის ნომინანტი, შვედი რეჟისორი, რუბენ ოსტლუნდი, რომელსაც ფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა.
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების პრეზენტაციის საკონკურსო პროგრამა.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი ორ კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცათ:
- საუკეთესო ფილმი - "აქ არ არის შორს", რეჟისორი თემურ ჩოფლიანი (საქართველო)
- საუკეთესო რეჟისორი კიმ ტორესი გახდა ფილმისთვის "მთვარე დაგვიცავს" (კოსტა რიკა)
ფესტივალის ჯილდო - საუკეთესო პროექტი, რეჩელ ჰანანაშვილის ,,Reedem Me” გადაეცა. საუკეთესი ქართული პროექტის ჯილდოს მფლობელი კი თეა ვაწაძის „გრავიტაცია“ გახდა. სპეციალური აღნიშვნა რეჟისორ მარიამ ქარქაშაძის ,,აბასთუმანმა“ დაიმსახურა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.