მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ — ფესტივალის ოფიციალური სპონსორია ბაზისბანკი

news image
mbc image

ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 8-13 სექტემბერს, მესტიამ, სვანეთის V საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლა. 

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“, რომელიც 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ფესტივალი დამკვიდრდა როგორც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი და ყოველწლიურად მასპინძლობს სტუმრებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კინოფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის „Work in Progress“ სექციაში დაჯილდოვდა ორი გამორჩეული პროექტი - რეჟისორ თენგიზ ასიტაშვილის ფილმი „ტრაგედია გმირის გარეშე“ და რეჟისორ ედმონდ მინაშვილის „ყვავილების ქვეყანა“. გამარჯვებულებს "შემოქმედებითი საქართველოს" და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის, კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს გადაეცა.

„ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და კულტურის მხარდაჭერა. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი გამორჩეული პლატფორმაა ქართული და საერთაშორისო კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისთვის. მოხარულები ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც არა მხოლოდ რეგიონული კულტურის განვითარებას ემსახურება, არამედ აქტიურად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო კულტურულ რუკაზე.“ - თამარ ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი.

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა