მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

„სვანიძის ზეთისხილის ზეთზე“ მოთხოვნა 80%-ით გაიზარდა - ქართველი მომხმარებელი ადგილობრივ ზეთს ირჩევს

news image
mbc image

სულ რაღაც 17 წლის წინ საქართველოში კომერციული ზეთისხილის ინდუსტრია პრაქტიკულად არ არსებობდა. დღეს კი საქართველო უკვე აწარმოებს საკუთარ Extra Virgin ზეთს და ქართული ზეთისხილი ქართველი მომხმარებლის არჩევანი ხდება.

ამ ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ბრენდი „სვანიძის ზეთისხილია“, რომელიც გიორგი სვანიძემ დააფუძნა და მის განვითარებასთან ერთად საქართველოში ზეთისხილის ინდუსტრიის ახალი ისტორია დაწერა.

2025 წლის შემოდგომაზე კომპანიამ კახეთში, ტარიბანას ველზე, 7 მილიონი ლარის ინვესტიციით ახალი, თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, რომელსაც დღეში 80 ტონამდე ზეთისხილის ნაყოფის გადამუშავება შეუძლია.

ინვესტიციის მასშტაბს უკვე ბიზნესის შედეგებიც მოჰყვა - 2026 წლის პირველ რვა თვეში „სვანიძის ზეთისხილის“ რეალიზებული პროდუქციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ზე მეტით გაიზარდა.

ეს ზრდა მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატების ისტორია არ არის. ეს არის იმ ცვლილების მაჩვენებელი, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე თვალსაჩინოა - ქართველი მომხმარებელი სულ უფრო მეტად ენდობა საკუთარ, ქართულ პროდუქტს.

რა დგას ამ შედეგების უკან, როგორ იცვლება ქართული ზეთისხილის ინდუსტრია, რატომ იზრდება ადგილობრივი ზეთის მოთხოვნა და როგორ ემზადება „სვანიძის ზეთისხილი“ საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად - ამ და სხვა საკითხებზე კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, თეო მამულაშვილს, ვესაუბრეთ.

როგორ შეაფასებდით 2026 წელს ქართული ზეთისხილისთვის?

2026 წელი ჩვენთვის ახალი ეტაპის პირველი სრული წელია. გასული წლის ოქტომბერში ტარიბანას ველზე გავხსენით ახალი, ტექნოლოგიურად თანამედროვე საწარმო. ეს 7 მილიონი ლარის ინვესტიციაა და დღეში 80 ტონამდე ზეთისხილის ნაყოფის გადამუშავების შესაძლებლობას გვაძლევს. 2025 წლის მოსავალი უკვე ახალ სიმძლავრეზე გადავამუშავეთ და წლის პირველი თვეები ამ ინვესტიციის შედეგების რეალიზაციას მოხმარდა.

შედეგებიც თვალსაჩინოა: წლის პირველ რვა თვეში რეალიზებული პროდუქციის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%-ზე მეტით გაიზარდა. ჩვენთვის ეს მხოლოდ გაყიდვების ციფრი არ არის. ის ადასტურებს, რომ ქართველი მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ირჩევს ადგილობრივ Extra Virgin ზეთს იმპორტირებულის ნაცვლად. რაც მთავარია, ეს ნიშნავს, რომ ბაზარი აფასებს ნატურალურ, მაღალი ხარისხის პროდუქტს და მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართულ პრემიუმ წარმოებას.

ამავდროულად ვაგრძელებთ ჩვენივე ბაღების გაფართოებას და ამ 8 თვეში უკვე 100 ჰექტრამდე ზეთისხილის ნერგი დავრგეთ, რომელიც ჯამურად 1500 ჰა ფართობს აღემატება. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია საქართველოში მილიონობით ახალი ზეთისხილის ხის გაშენება. ეს ნედლეულის ბაზას გააძლიერებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ზეთისხილის პოზიციას განამტკიცებს. ადგილობრივად კი ბრენდის ცნობადობასა და ზეთისხილის ზეთის მოხმარების კულტურის განვითარებაზე ვმუშაობთ.

რამ განაპირობა ასეთი ზრდა?

უპირველეს ყოვლისა, მოთხოვნის ზრდამ და ხელმისაწვდომობის გაფართოებამ. ჩვენი პროდუქცია დღეს წამყვან სავაჭრო ქსელებშია წარმოდგენილი: Goodwill, Carrefour, Agrohub, Fresco, Smart, Tserti და სხვები. პარალელურად, აქტიურად გავაფართოვეთ HoReCa მიმართულება. ჩვენს ზეთს დღეს იყენებენ საქართველოს წამყვანი სასტუმროები, მათ შორის Radisson Hotel Group, Hilton, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace და Paragraph Tbilisi. ვთანამშრომლობთ საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც, მაგალითად ევროპულ სკოლასთან. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ზეთისხილის ზეთს პროფესიონალი შეფები ირჩევენ, რომლებიც ხარისხზე კომპრომისზე არ მიდიან.

პარალელურად, დეგუსტაციებს ვმართავთ, რადგან გვჯერა, რომ მომხმარებელი ადგილობრივი ზეთის ხარისხში ყველაზე კარგად მაშინ რწმუნდება, როცა თავად გასინჯავს და შეადარებს.

ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობაცაა. დედოფლისწყაროსა და კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების ზეთისხილის ფერმერები მოსავალს ჩვენს საწარმოში აბარებენ. ასე ქართული ზეთისხილის ღირებულების ჯაჭვი მთლიანად ქვეყნის შიგნით რჩება.

რა გამოარჩევს თქვენს ზეთს ხარისხის თვალსაზრისით?

ზეთისხილს მოკრეფიდან უმოკლეს ვადაში, ცივი დაწნეხის მეთოდით ვამუშავებთ. ეს ხარისხის მთავარი გარანტიაა. ჩვენი ზეთი საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს (IOC) სტანდარტებით იწარმოება და „ქართული ხარისხის" ნიშანი აქვს მოპოვებული. საქართველო IOC-ში სწორედ ჩვენი ინიციატივით გაწევრიანდა, ბატონი გიორგი სვანიძე კი საბჭოს თავმჯდომარედ ზედიზედ ორი ვადით აირჩიეს და დღეს მისი საპატიო პრეზიდენტია. ეს როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

როგორია თქვენი საექსპორტო სტრატეგია?

რეალისტურ პოზიციონირებას ვეყრდნობით. საქართველო მოცულობით ესპანეთს, საბერძნეთს ან იტალიას ვერ გაეჯიბრება და არც ვცდილობთ. ჩვენი ადგილი პრემიუმ, ერთი წარმოშობის ზეთის ნიშაა, სადაც მომხმარებელი წარმოშობას, ხარისხსა და ისტორიას აფასებს.

დივერსიფიკაციას რამდენიმე მიმართულებით ვხედავთ. პირველი ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურის ქვეყნებია. აქ პრემიუმ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. მეორე ევროკავშირია, რადგან კლიმატური ცვლილებების გამო ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნებში მიწოდება მერყეობს და ევროპელი იმპორტიორები ახალ, სანდო წარმოშობის ქვეყნებს ეძებენ. მესამე მიმართულება ყაზახეთი და, გრძელვადიან პერსპექტივაში, აზიაა.

როგორი მოლოდინი გაქვთ წლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით?

წლის ბოლო კვარტალი ჩვენი ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ოქტომბერ-დეკემბერში ზეთისხილის მოსავალს ვიღებთ. სწორედ ამიტომ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. პირველი რვა თვის დინამიკა, როცა ბიზნესი თითქმის ორჯერ გაიზარდა, გვაძლევს საფუძველს, წელი მნიშვნელოვანი ზრდით დავხუროთ, მით უმეტეს, რომ ყველაზე აქტიური სეზონი ახლა იწყება.

თუმცა წლის მთავარ შედეგს მხოლოდ ციფრებში ვერ დავინახავთ. 2026 წელი არის წელი, როცა „სვანიძის ზეთისხილის“ ზეთი პირველი ქართული ზეთისხილის ბრენდიდან სრულფასოვან, ექსპორტზე ორიენტირებულ მწარმოებლად გადაიქცა და ქართული პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე საკუთარ ადგილს მტკიცედ იკავებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „სვანიძის ზეთისხილის ზეთზე“ მოთხოვნა 80%-ით გაიზარდა - ქართველი მომხმარებელი ადგილობრივ ზეთს ირჩევს

07.10.2026.16:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა