მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი - პრემიერი

news image
mbc image

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო არის სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობიას მეთაურის თქმით, საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.

„ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას - განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს.

მისასალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები: ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი", საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი „NEXT"-ი და მსოფლიო გიგანტი - შვეიცარიული ბრენდი „Swissôtel"-ი. ამ თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება.

პროექტის პარტნიორ კომპანია „არქის" მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა - როგორებიცაა, პარტნიორობა The Trump Organization-თან თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკს EBRD-ისგან განახლებადი ჰიდროენერგიის მიმართულებით წლის მწვანე ვაჭრობის განვითარების კატეგორიის ჯილდო გადაეცა

08.06.2026.18:13

საქართველოს ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისგან (EBRD) წლის მწვანე ვაჭრობის განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა, განახლებადი ჰიდროენერგიის კატეგორიაში, განახლებადი ენერგიის პროექტის დაფინანსებისა და საჭირო აღჭურვილობის იმპორტის ფინანსირების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.

EBRD-ის “წლის მწვანე შეთანხმების” ჯილდო ისეთი ბანკების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც გამორჩეულ როლს ასრულებენ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. ამასთან, გამორჩეული წვლილი შეაქვთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის საოპერაციო რეგიონებში მწვანე ტექნოლოგიებითა და მდგრადი მასალებით ვაჭრობაში.

“საქართველოს ბანკისთვის, როგორც მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება და მდგრადი ვაჭრობის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. აღნიშნული აღიარება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიზანს, მდგრადი ფინანსირების და ვაჭრობის დაფინანსების გზით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება ჩვენი მომხმარებლებისთვის, ეკონომიკისთვის და გარემოსთვის. ჩვენ ვაგრძელებთ EBRD-თან მჭიდრო თანამშრომლობას და ახალი მწვანე ინიციატივების განხორციელებას”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

მდგრადი ფინანსური ინიციატივებისა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვით მდგრადობას, განახლებადი ენერგიის განვითარებასა და მწვანე ტექნოლოგიების წინსვლას უწყობენ ხელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა