T0P 5 საკონდიტრო კომპანია საქართველოში - ვინ არიან მფლობელები
საქართველოში ბრუნვის მიხედვით კაკაოს, შოკოლადისა და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის ყველაზე დიდი კომპანიები ცნობილია (2022 წლის წინასწარი მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 საკონდიტრო კომპანია გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს ბარამბო - 2009 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს: მარი ჩოჩელი,- 25% უჩა კაპანაძე, 22.5%, ინგა ხუციშვილი - 11.25%, „ბარამბოს“ დირექტორია - იაგო ჩოჩელი.
შპს სვიიტსტარი - 2009 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს - თინათინი კირვალიძე -40%, ანზორ სულიაური - 50%, თეიმურაზ კურცხალია -10%, კომპანიის დირექტორია - ანზორ სულიაური.
შპს ქართული კარამელი - 2004 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% მამუკა ქადაგიშვილი ფლობს.
შპს ჯეოლაინი - 2013 წელს დაფუძნდა. კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს - გიორგი ციცქიშვილი- 33%; დიმიტრი ტატიშვილი - 33%; გიორგი კილაძე - 34%. კომპანიის დირექტორია გიორგი ციცქიშვილი.
შპს ბაზიერი - 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100% მარი მანდარია ფლობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.