მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თაფლის საერთაშორისო კონკურსზე ქართულმა თაფლმა უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მოიპოვა

news image
mbc image

თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards  2023  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდი“  წარმოებულმა თაფლმა „ნინოწმინდის თაფლი -  ალპიდა“, ხარისხის ნომინაციაში,  უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მიიღო.

თაფლის საერთაშორისო კონკურსი  London Honey Awards ლონდონში ყოველწლიურად იმართება. კონკურსი აერთიანებს ორ ნომინაციას -  თაფლის ხარისხი და შეფუთვა (დიზაინი). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მეწარმეებს, რომლებიც თავად აწარმოებენ და ყიდიან მხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციას.

კონკურსი London Honey Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია თაფლის წარმოების სექტორში. ყოველწლიურად, კონკურსში მონაწილეობს 250-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან.

კოოპერატივმა „კოდი“ კონკურსზე London Honey Awards საკუთარი პროდუქცია პირველად 2021 წელს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით  წარადგინა.  London Honey Awards 2021 -ზე წარდგენილი იყო „ნინოწმინდის  თაფლი ალპიდა“, რომელმაც  ვერცხლის მედალი მოიპოვა.  აღნიშნული თაფლი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა London Honey Awards 2022 - ზეც. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდი“ 2017 წელს,  4 მეფუტკრის ინიციატივით დაარსდა. დღეისათვის,  კოოპერატივი  11 წევრს, მათ შორის 4 ქალს აერთიანებს.

2017 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა  შეიძინა ფუტკრის  40 ოჯახი,  100  სკა და გადამმუშავებელი საამქროს  3 დანადგარი, ხოლო მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ახალი სკა მიიღო. ამასთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოს გრანტით, მოხდა საამქროსათვის  დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და  თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ხაზის მოწყობა.

კოოპერატივის „კოდი“ სავაჭრო ნიშანია „ალპიდა“. კოოპერატივი აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს:  „ნინოწმინდის თაფლს“, „ახალციხის თაფლს“, „მაისის თაფლს“, „ანათალის თაფლს“, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს და ფუტკრის დედებს.

2020 წელს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“ კოოპერატივმა  დაარეგისტრირა  „ნინოწმინდის თაფლი“ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი. „ნინოწმინდის თაფლს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს „ქართული ხარისხის“ და „გეოგრაფიული აღნიშვნის ხარისხის“  ნიშნები, ხოლო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“  მიერ  „აგროეკოლოგიური   ხარისხის“  ნიშანი.

 

2018-2021 წლებში, კოოპერატივმა  მოიპოვა  საერთაშორისო ორგანიზაციების - JICA, USAID zrda, IFAD - გრანტები, რამაც საშუალება მისცა გაეზარდა პირველადი წარმოება, პროდუქციის ხარისხი და საწარმოში დაენერგა HACCP სტანდარტი. 2018 წლიდან, კოოპერატივის  „კოდი“ წარმოებული  თაფლი სრულ შესაბამისობაშია ქართულ და ევროპულ მოთხოვნებთან როგორც ხარისხის, ასევე უვნებლობის მიმართულებით.  2022 წელს,  საამქროში დაინერგა ახალი ტექნოლოგია,  რომელმაც საშუალება მისცა მწარმოებელს შეენარჩუნებინა ბუნებრივი თაფლის მაღალი ხარისხი. 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა