მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტაჯიკეთმა საქართველოდან მანქანებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი გაზარდა 

news image
mbc image

2023 წლის აპრილში ტაჯიკეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოდან მანქანებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი. 

საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის აპრილში ტაჯიკეთმა საქართველოდან 2,113 მილიონი დოლარის ღირებულების  პროდუქცია შემოიტანა, რაც ხუთჯერ მეტია გასული წლის აპრილის მონაცემებზე (415,520 აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარში ტაჯიკეთმა საქართველოდან 2,6 მილიონი დოლარის ოდენობის მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო აღჭურვილობა შემოიტანა. თებერვალში იმპორტმა 3,1 მლნ დოლარი შეადგინა, მარტში კი - 2,4 მლნ აშშ დოლარი.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე ტაჯიკეთმა საქართველოდან 10,331 მლნ აშშ დოლარის ოდენობის მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო აღჭურვილობა შემოიტანა, რაც 4,4 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2,337 მლნ აშშ დოლარი).

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრიდან აპრილამდე ტაჯიკეთმა საქართველოდან 12,691 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა. ეს მაჩვენებელი 3,7-ჯერ გაიზარდა 2022 წლის შესაბამის პერიოდში 3,374 მილიონ დოლართან შედარებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა