მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

„თამაშობანა“ 5 სექტემბერს Back to School-ის მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს - რას მოიცავს პროგრამა

news image
mbc image

„თამაშობანა“ 5 სექტემბერს, მზიურის პარკში, Back to School-ის მასშტაბურ ღონისძიებას გამართავს.

რა პროგრამებსა და აქტივობებს მოიცავს Back to School-ის ღონისძიება და რა მიზანს ემსახურება მისი ახალი, მასშტაბური ფორმატი - ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს „თამაშობანას“ დირექტორი თათია რევაზიშვილი ესაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალი სივრცე გავხსენით, ერთი წელი გავიდა და ძალიან კარგი შესაძლებლობები მოგვეცა ღონისძიებების მიმართულებითაც. ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა სეზონური ღონისძიება გავაკეთეთ - იყო ახალი წელი, აღდგომასთან დაკავშირებული საბავშვო ღონისძიებები, ჰელოუინი და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება ჩვენთვის Back to School-ია.

წინა წელს Back to School-ის ღონისძიება ჩვენს სივრცეში, „თამაშობანას“ ეზოში გავაკეთეთ და იმდენად კარგი უკუკავშირი მივიღეთ, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მხრიდან, რომ გადავწყვიტეთ, წელს ამ ღონისძიებისთვის უფრო მასშტაბური სახე მიგვეცა. გასულ წელს რამდენიმე ვენდორთან ვითანამშრომლეთ და სასკოლო მარკეტის სტილის ღონისძიება გავაკეთეთ მინიატურულ ფორმატში.

შესაბამისად, 5 სექტემბერს, 16:00-დან 20:00 საათამდე, მზიურის პარკში გვექნება სკოლაში დაბრუნების დიდი ზეიმი. ერთის მხრივ, ბავშვებისთვის ეს იქნება ბოლო საზაფხულო ზეიმი, საზაფხულო მხიარულება, რომელიც მათ ამ გარდამავალ პერიოდში დაეხმარება.

ჩვენ საზაფხულო ბანაკი გვქონდა, სადაც ბავშვები „ყაჩაღები“ ხდებოდნენ და ახლა ეს „ყაჩაღი“ ბავშვები ისევ „ყოჩაღ“ ბავშვებად იქცევიან.

ზოგადად, ეს პერიოდი ცოტა სტრესულია და ამ ზეიმით ბავშვებს ვაძლევთ შესაძლებლობას, სკოლის გარემოში თამაშით, გართობით, შემოქმედებითი აქტივობებით, ვორქშოპებით, მუსიკალური გაფორმებითა და სხვა აქტივობებით დაბრუნდნენ.

მშობლების საჭიროებებიც რომ გავითვალისწინოთ, მათთვისაც საკმაოდ სტრესულია ბავშვებთან ერთად შოპინგზე სიარული, სასკოლო წლის განმავლობაში საჭირო ნივთების შეძენა, სხვადასხვა წრეზე ბავშვების დარეგისტრირება ან ახალი, საინტერესო აქტივობებისა და ადგილების მოძიება. შესაბამისად, მშობლებს ამ ნაწილს ვუმარტივებთ - მაშინ, როცა ბავშვები ერთობიან და თამაშობენ, მშობელს შეუძლია, შოპინგის ზონაში კონკრეტული ბრენდები და ვენდორები აღმოაჩინოს.

ეს ფესტივალი აერთიანებს როგორც სასკოლო ნივთების შოპინგის, ისე კვების ზონას. გვექნება დიდი პიკნიკისა და მოსვენების ზონაც. ასევე გვექნება მოძრავი სცენა, სადაც რამდენიმე შემეცნებით წარმოდგენას შოუს ელემენტებით გავმართავთ. გვექნება ლაივ პოდკასტის სესიაც საკმაოდ საინტერესო თემებზე. მაგალითად, ვისაუბრებთ მშობლის როლზე ბავშვის სასკოლო წლის დაგეგმვაში, იმაზე, როგორ შეგვიძლია სტრესი მაქსიმალურად შევამციროთ და თამაშით შევიყვანოთ ბავშვი ამ სიახლეებში.

გვექნება ასევე სპონსორის ზონა და დაახლოებით 10 სასკოლო ვორქშოპი საკმაოდ მასშტაბურ და საინტერესო თემებზე. ბავშვები ყველაფერს საკუთარი ხელით გააკეთებენ და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სახლში წაიღებენ. იქნება პენლების ვორქშოპი, სანიშნეები, სასკოლო საჩუქრები, მათ შორის მასწავლებლის საჩუქრები. გვექნება ჩანთების ვორქშოპი, ბავშვები თავად გააკეთებენ გაკვეთილების ცხრილს. ასევე გვექნება „კლასის პირველი ყვავილის“ ვორქშოპი, რომელსაც შემდეგ საკლასო ოთახში დაკიდებენ. რა თქმა უნდა, ვერ გავექცეოდით ბავშვებისთვის საყვარელ სქვიშის ვორქშოპსაც. ასევე გვექნება სასკოლო ორგანაიზერების ვორქშოპი. მაქსიმალურად ვეცადეთ, რელევანტური თემების ვორქშოპები აგვერჩია.

ასევე იქნება ფიზიკური თამაშების ზონა. აქ გავაერთიანეთ დაახლოებით 10 ვენდორი, რომლებიც სხვადასხვა წრეს წარმოადგენენ - ჯიუჯიცუ, ჯიუდო, ფეხბურთი, ბალეტი, ტანვარჯიში და ა.შ. ბავშვებს ადგილზე შეეძლებათ ამ აქტივობებში ჩართვა და, სურვილისა და დაინტერესების შემთხვევაში, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, ბავშვები ამ წრეებზე დაარეგისტრირონ.

ჩვენ ყველანაირი ინტერესის მქონე ბავშვებს ვითვალისწინებთ და ერთ-ერთი კატეგორიაა ბავშვები, რომლებსაც არ სურთ აქტიურ თამაშებსა და უკვე გაწერილ პროგრამებში ჩართვა. ამიტომ ყველა ჩვენს ფესტივალზე თავისუფალი თამაშის ზონას ვაკეთებთ შედარებით პატარა ასაკის ბავშვებისთვის. იქ მათ სენსორული თამაშები ექნებათ, დიდი გასაფერადებელი ხვეულა, დაწერენ თავიანთ სასკოლო წერილებს, გააჟღერებენ, რა მიზნები აქვთ ამ სასკოლო წლისთვის, ექნებათ ქონექთივ სათამაშოები და საკუთარი სივრცე, სადაც დამოუკიდებლად ითამაშებენ.

ერთი ზონა სუპერგმირთან კოლაბორაციით გვექნება - CSR კუთხე, სადაც ბავშვები სახლიდან სასწავლო წელთან დაკავშირებულ და საჭირო ნივთს წამოიღებენ და დატოვებენ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი სახსრებით შეიძინონ ეს საჭირო ნივთები. მსგავსი აქტივობა გვინდა, რომ სუპერგმირთან ერთად განვახორციელოთ და შემდეგ ამ ღონისძიებიდან შეგროვებული ნივთებით დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ძალიან გვიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა გვეძლევა“, - აღნიშნავს თათია რევაზიშვილი.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

16.09.2026.11:25

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა