თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკური ზრდის ახალი სტიმულია - დავით ზღუდაძე
„თბილისის ფინანსური სამიტის" მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ როლზე - როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისე, რომ წახალისდეს ახალი ეკონომიკური მიმართულებები,“ - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ზღუდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავიდანვე ისეთი აქტივობების დანერგვა, რომლებიც შემდგომში გაფართოვდება და გაიზრდება.
„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე ტექნოლოგიების როლზე ჩვენს ქვეყანაში - როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისე, რომ წახალისდეს და ქვეყანაში ახალი ეკონომიკური მიმართულებები განვითარდეს. ასევე განხილვის თემაა, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით უფრო მეტი რეგიონული ინტეგრაცია მოხდეს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მოსმენა და მათი გაზიარება, რათა ამ ინიციატივის ფარგლებში მომავალი აქტივობები დაიგეგმოს.
ძირითადი მიმართულება, რაც მე გუშინ მოვისმინე, ის არის, რომ ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, თავიდანვე უნდა დავნერგოთ ისეთი აქტივობები და განვავითაროთ ისეთი მიმართულებები, რომლებიც უფრო მასშტაბურებადი იქნება. თავიდანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი გლობალიზაციაზე, რადგან მცირე ქვეყნისა და მცირე პოპულაციის ფარგლებში რთულია საინტერესო ბიზნეს-ქეისების განხორციელება,“ - აცხადებს დავით ზღუდაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.