მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თანამშრომლობა KIU-თან ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას - ირაკლი ქარქაშაძე

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) თანამშრომლობის დაწყების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მის თქმით, სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას და სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან. ასევე, სტუდენტები ჩაერთვებიან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში.

,,ეს არის რეგიონში პირველი გადადგმული ნაბიჯი ქუთაისის აეროპორტისა და უნივერსიტეტის დაახლოების კუთხით. ჩვენი თანამშრომლობა უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს უნდა ველოდოთ. აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კადრები რომლებიც ჩვენთან დასაქმდებიან იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ქუთაისის აეროპორტის კიდევ უფრო ძლიერად პოზიციონირებას არამხოლოდ მგზავრთნაკადის მხრივ, არამედ როგორც რეგიონის ეკონომიკურ მასტიმულირებელს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. 

თანამშრომლობის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტმა და აეროპორტების გაერთიანებამ ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სტუდენტური ცხოვრების, ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების და ღონისძიებების განსახორციელებლად. პირველ რიგში კი თანამშრომლობა მოიცა კვალიფიციური კადრების მოზიდვას.

UAG-ს და KIU-ს შორის დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მოაწერეს. ღონისძიებას  KIU-ს სტუდენტები, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ფონდი ,,ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი დაესწრნენ, რომელმაც ცერემონიის შემდეგ ირაკლი ქარქაშაძეს უნივერსიტეტის კამპუსი დაათვალიერებინა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) ფონდი ქართუ აფინანსებს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა