მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

თანხის გადარიცხვა საზღვრების გარეშე: Mastercard და ჰეშბანკი წარმოგიდგენთ Mastercard Move ტრანზაქციებს

news image

Mastercard-თან პარტნიორობით, ჰეშბანკი წარმოგიდგენთ Mastercard Move ტრანზაქციებს, ფულადი გზავნილების ახალ თაობას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ საერთაშორისო გადარიცხვები მომხმარებლებისთვის გახდეს მყისიერი და უსაზღვრო - და ამასთან, საკომისიოს გარეშე. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რეგიონში ციფრული გადახდების განვითარებაში.

Mastercard-ის გლობალურ ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე დაფუძნებული Mastercard Move ტრანზაქციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, საზღვრებს გარეთ ფული თითქმის რეალურ დროში გააგზავნონ. თანაც, თავიდან აიცილონ გადარიცხვებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაგვიანება, საბანკო დეტალებში გარკვევა და მაღალი საკომისიოები.

Mastercard Move ეკოსისტემაში Mastercard-ს ცენტრალური როლი უჭირავს - ის უზრუნველყოფს უსაფრთხო, სანდო და გლობალურად აღიარებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს რეალობად აქცევს. მისი ფართო საერთაშორისო ქსელი და ინოვაციებში დაგროვილი გამოცდილება უზრუნველყოფს, რომ Mastercard Move ტრანზაქციები აკმაყოფილებდეს სისწრაფის, საიმედოობისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს.

„Mastercard-ის ტექნოლოგია ბაზრებს შორის უწყვეტ კავშირს ქმნის და ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა ჰეშბანკი, საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გლობალური სერვისები ლოკალურ დონეზე შესთავაზონ,“ - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. „ Mastercard Move ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლია თანამშრომლობებს მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ახალი ღირებულების შექმნა.“

მაია ხელაძე, ჰეშბანკის გადახდებისა და ოპერაციების დირექტორი აღნიშნავს: „ჩვენი მისიაა ფინანსური საზღვრების სრულად გაქრობა. ჩვენი ციფრული პლატფორმის Mastercard-ის ქსელთან შერწყმით, ვცვლით ფულის მიმოქცევის წესებს - რთულ საბანკო პროცესებს ვანაცვლებთ სისწრაფითა და სიმარტივით, რათა საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა ისეთივე მარტივი იყოს, როგორც ადგილობრივი გადარიცხვა.”

Mastercard-ის გამოცდილების ინტეგრაციით, ჰეშბანკი მომხმარებლებს გლობალურ წვდომას სთავაზობს. მათ შეუძლიათ საერთაშორისო გადარიცხვები განახორციელონ იმ სირთულეების გარეშე, რაც ტრადიციულად თან ახლავს საზღვარგარეთ საბანკო ოპერაციებს.

Mastercard Move ტრანზაქციები მაქსიმალურ სიმარტივეზეა ორიენტირებული. მომხმარებლებს შეუძლიათ ფულის გაგზავნა რამდენიმე დაწკაპუნებით, რთული IBAN კოდებისა და მრავალდღიანი ლოდინის გარეშე - თანხა მყისიერად ირიცხება, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. ეს წარმოადგენს თანამედროვე ალტერნატივას ტრადიციული საბანკო სისტემებისთვის.

Mastercard Move ტრანზაქციების ძირითადი უპირატესობებია:

• თითქმის მყისიერი საერთაშორისო გადარიცხვები
• 0% საკომისიო 3-თვიან პრომო პერიოდში (აპრილი - ივნისი)
• რთული საბანკო დეტალების საჭიროების არარსებობა
• გლობალური გეოგრაფიული დაფარვა
• უმაღლესი დონის უსაფრთხოება, რომელიც უზრუნველყოფილია Mastercard-ის მიერ

1 აპრილიდან, სააღდგომო კამპანიის ფარგლებში, რომელიც 3 თვე გაგრძელდება, საერთაშორისო ( Mastercard Move) გადარიცხვებზე იმოქმედებს 0%-იანი საკომისიო. შეთავაზება გავრცელდება ჰეშბანკის აპლიკაციით შესრულებულ პირველ 2,000 წარმატებულ Mastercard Move ტრანზაქციაზე.

Mastercard Move ტრანზაქციების დანერგვა ასახავს გლობალურ ტენდენციას. ის აჩვენებს, თუ როგორ იცვლება ფულის მოძრაობის სისტემა მსოფლიოში. ხარჯებისა და სირთულის შემცირებით, Mastercard და ჰეშბანკი ხელს უწყობენ ფინანსურ ჩართულობას და ეკონომიკური აქტივობის ზრდას საზღვრებს მიღმა - როგორც პირადი გზავნილების, ისე ყოველდღიური საერთაშორისო გადახდების კუთხით.

Mastercard Move წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს რეგიონული ფინტექ ეკოსისტემისთვის, რადგან ის ქმნის ახალ სტანდარტს სისწრაფის, გამჭვირვალობისა და გამოყენების სიმარტივის მხრივ. მოსალოდნელია, რომ მისი ფართო გავრცელება მნიშვნელოვნად შეცვლის მომხმარებელთა მოლოდინებს და დააჩქარებს მათ ტრანზიციას მოძველებული, ნელი და მაღალი საკომისიოების მქონე სისტემებიდან თანამედროვე ფინანსურ გადაწყვეტილებებზე. Mastercard-ისა და ჰეშბანკის პარტნიორობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეუძლიათ გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერებსა და რეგიონულ ინოვატორებს ერთად შექმნან რეალური და მნიშვნელოვანი გავლენა.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:  www.Mastercard.com

ჰეშბანკის შესახებ:

სს Hash Bank ახალი თაობის ციფრული ბანკია, რომელსაც ლიცენზია მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალების გუნდის მიერ მართული ბანკი ორიენტირებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებაზე. ჰეშბანკი ფუნქციონირებს როგორც ციფრული ბანკი, რომელიც ფიატ და ციფრულ აქტივებს ერთ მაღალსიჩქარიან აპლიკაციაში აერთიანებს. ბანკი თანამშრომლობს საერთაშორისო კორესპოდენტულ ქსელებთან და იყენებს გლობალურად აღიარებულ ფინანსურ სტანდარტებს, რათა უზრუნველყოს გადახდების ეფექტიანი და უსაფრთხო დამუშავება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.hashbank.ge

news banner news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

30.04.2026.12:19

თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი - SIST - იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია.

SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და სასწავლო პროცესს 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კამპუსი 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს.

SIST განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკული და თანამედროვე უნარების განვითარებას უთმობს. STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ინტეგრირებული სწავლება, მცირე ზომის კლასები და თითო კლასში ორი მასწავლებელი ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. სწავლება მრავალენოვანია და მოიცავს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებს.

სკოლაში 50-მდე გამოცდილი პროფესიონალი მუშაობს. შვეიცარიის წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიური გუნდი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაშია ჩართული. ხოლო ადმინისტრაციულ გუნდს მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული აქვს განათლება მსოფლიოს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: University College London და Harvard Business School.
მომდევნო ეტაპზე სკოლა ქსელის გაფართოებასა და დამატებითი კამპუსების გახსნას გეგმავს.

თიბისი SIST-ის დამფუძნებელ ჯგუფთან 2021 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდში არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული - როგორც კომერციული უძრავი ქონების, ისე პროფესიული განათლების მიმართულებით. სკოლის გახსნა ამ პარტნიორობის კიდევ ერთი, ახალი ეტაპია.

განათლების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბოლო სამ წელში ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით გაორმაგდა და 190 მილიონამდე ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობით, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა