TaoFood განვითარებას აგრძელებს - კომპანია ახალ პროდუქციის ხაზსა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს
TaoFood ქართული კომპანიაა, რომელიც შინაური ცხოველებისა და თევზის საკვების წარმოებაზე მუშაობს. კომპანია მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროდუქციას სთავაზობს და მუდმივად ზრუნავს ასორტიმენტის განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე.
მომხმარებელთა მზარდ ნდობაზე, პროდუქციის განვითარების გეგმებსა და საერთაშორისო მიმართულებით არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia-სთან TaoFood-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა ინგა ნაფეტვარიძემ ისაუბრა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წარმოების პროდუქციის მიმართ ნდობა და ინტერესი ეტაპობრივად იზრდება, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მომხმარებლების უკუკავშირია. არაერთხელ მოგვისმენია, რომ ევროპიდან ჩამოტანილ პრემიუმ საკვებთან შედარებით, ძაღლები ჩვენს წარმოებულ საკვებს უფრო დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. განსაკუთრებით ამას აღნიშნავენ ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვევიან ძაღლების კვებასა და ფიზიოლოგიაში. მათი შეფასებით, ჩვენი საკვები ადვილად შეითვისება და დადებით გავლენას ახდენს ცხოველის ჯანმრთელობაზე.
განსაკუთრებით სასიამოვნოა ისიც, რომ ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვისაც ძაღლები სპორტულ აქტივობებსა და სხვადასხვა კონკურსში ჰყავს ჩართული. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის, აქტიური ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები. სწორედ ამ მიმართულებით გასულ კვირას ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო ამბავი გავიგე - ჩვენი მომხმარებელი უკვე სამი წელია თავის ძაღლს TaoFood-ის საკვებით კვებავს და ამ პერიოდში მისი ძაღლი ორგზის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყო შედეგია“, - აცხადებს ინგა ნაფეტვარიძე.
TaoFood-ის პროდუქციის მიმართ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
„მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, მომხმარებლების ნდობაც სულ უფრო მყარდება და ჩვენც განვითარებას არ ვწყვეტთ. ამ ეტაპზე ახალ ფორმულებზე ვმუშაობთ და ვგეგმავთ სრულიად განსხვავებული, ჯანმრთელობის მხარდამჭერი ხაზის დამატებას. ეს იქნება სპეციალიზებული საკვები კონკრეტული საჭიროებების მქონე შინაური ცხოველებისთვის - მაგალითად, კატებისთვის შარდსასქესო სისტემის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად, ხოლო ძაღლებისთვის სახსრების, ძვლების, კუნთოვანი სისტემის მოვლის მიზნით და მრავალი სხვა. პარალელურად, მუდმივად ვხვეწავთ უკვე არსებულ ფორმულებსაც, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ“, - ამბობს კომპანიის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.
კომპანიამ საერთაშორისო ბაზარზეც გაიმყარა პოზიციები და პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში დაიწყო.
„ექსპორტზე უკვე გავედით აზერბაიჯანში და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად აქტიურად ვმუშაობთ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ოქტომბერში ყაზახეთში საერთაშორისო გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება როგორც ახალი პარტნიორების მოძიებისთვის, ისე საექსპორტო ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებისთვის“, - განმარტავს ინგა ნაფეტვარიძე.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი ჯგუფმა“ და Ria Keburia Foundation-მა ამბასადორის კუნძულისთვის ახალ საკოლექციო უძრავი ქონების კონცეფცია წარადგინეს
09.11.2026.18:23
„ამბასადორი ჯგუფისა“ და თანამედროვე ხელოვნების ფონდის, Ria Keburia Foundation-ის ორგანიზებით, სპეციალურად “ამბასადორი აილენდ ბათუმისთვის” შექმნილი, საკოლექციო უძრავი ქონების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე, სახელწოდებით „როდესაც არქიტექტურა თავად იქცევა ხელოვნებად” საზოგადოებას პირველად წარედგინა Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია ორი ტიპის აპარტამენტისთვის, რომლებიც სპეციალურად „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტისთვის შეიქმნა.
Ambassadori Art Apartments-ის კონცეფციის ინიციატორი რია ქებურიაა, რომლის ხედვაც ორი საცხოვრებელი აპარტამენტის საკოლექციო ხელოვნების ნიმუშებად გარდაქმნას გულისხმობდა, არქიტექტურის, დიზაინისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანების გზით.
Ambassadori Art Apartments-ის კონცეფცია არქიტექტურულმა ბიურომ Arabidze Architects-მა და კვლევითმა ლაბორატორიამ AD1369105-მა შექმნეს. აპარტამენტების საკოლექციო ღირებულება კონკრეტულ მახასიათებლებს ეფუძნება: სივრცის ყველა ელემენტი: დივანი, მაგიდა, სავარძლები, განათება და სარკეები სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა, რაც გამორიცხავს მზა კატალოგების გამოყენებას. ინტერიერში გამოყენებულია კაკლის ხე, ბუნებრივი ქვა, დამუშავებული ლითონი და სარკის ინსტალაციები. ხის კონსტრუქციული ელემენტები კი, ადგილობრივი ოსტატების მიერ, ხელით არის დამზადებული.

ზურაბ არაბიძე ქართველი არქიტექტორი და ხელოვანია, რომლის შემოქმედებაც არქიტექტურულ სიზუსტესა და მინიმალისტურ მხატვრულ გამომსახველობას აერთიანებს. მისი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენებზე არაერთხელ ყოფილა წარმოდგენილი.
„ჩემთვის საკოლექციო უძრავი ქონება არის საცხოვრებელი გარემო, სადაც თითოეული დეტალი მხატვრული გამოცდილების წყარო ხდება. ჩვენი ფონდი წლებია ავითარებს საერთაშორისო არტ და კულტურულ ინიციატივებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტმა კი მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა საკოლექციო უძრავი ქონების ახალი პრეცედენტი. ზურაბ არაბიძესთან და Arabidze Architects-თან თანამშრომლობით შევქმენით აპარტამენტები, სადაც არქიტექტურა, ავეჯი და ხელოვნება ერთიან, გაუყოფელ სისავსეს ქმნიან, რაც მათ განსაკუთრებულ კულტურულ და საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებენ.“ - აღნიშნა Ria Keburia Foundation-ის დამფუძნებელმა, რია ქებურიამ.