TaoFood ქსელური მაღაზიების გახსნას გეგმავს
თევზის, ძაღლისა და კატის ნატურალური საკვები პროდუქტების ბრენდი TaoFood • ტაოფუდი, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, ახალი პროდუქტების შექმნაზე მუდმივად მუშაობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის მმართველმა მენეჯერმა, ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე TaoFood-ი 16-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს.
ამ ეტაპზე მოთხოვნა და ინტერესი მზარდია.
„ბაზარზე ოპერირების საწყის ეტაპზე ანუ 2020 წლიდან გამოვიდა ისე რომ ქართულ პროდუქტს რეალურად არ ენდობოდნენ. დღეს უკვე ჩვენი საკუთარი მომხმარებლები გვყავს, რომლებიც დარწმუნდნენ იმაში, რომ ჩვენი პროდუქცია საკმაოდ კარგი და არამავნებელია, რაც ყველაზე მთავარია. რამდენიმე კომპანია იყო რომლებმაც შექმნეს ცხოველთა კვება და რეალურად იმდენად ცუდი ხარისხი და ცუდი პროდუქტი ჰქონდათ რომ მაგის შემდეგ ნდობა დაიკარგა ქართულ ბაზარზე ქართული პროდუქტის მიმართ. ძირითადად, ჩვენ ვცდილობთ, რომ დავაჯეროთ მომხმარებლები და ამიტომ რაოდენობა მზარდია. დისტრიბუციასაც ვაწარმოებთ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, ონლაინ პლატფორმებზეც ვყიდით ჩვენს პროდუქტს“, - ამბობს კომპანიის მმართველი მენეჯერი ბექა მჭედლიშვილი.
TaoFood-ი სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა, რომელთა შორის მთავარი დაბალი საფასო ღირებულება და პროდუქციის ხარისხია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში დაბალი ფასია. ჩვენ, რადგან საქართველოში ვქმნით პროდუქტს კონკურენციას პირველ რიგში ამით ვუწევთ იმპორტიორებს და ასევე, ხარისხიც ფასთან შედარებით მაღალი გვაქვს. წამყვანი პროდუქტები, რაც არის საქართველოში, ჩვენ გვაქვს სპეციალური შემოწმება გაკეთებული, იმისთვის რომ შეგვედარებინა ჩვენი ნაწარმი მათთან თუ რამდენად ახლოს იყო და თითქმის იდენტური აღმოჩნდა. ღირებულება კი დაახლოებით 10-12 ლარით ნაკლებია ჩვენი პროდუქტის იმპორტირებულთან შედარებით. გარდა ამისა, საკმაოდ კარგი, მიმზიდველი შეფუთვა გვაქვს, რომელიც არანაირად არ არის სუპერ ეკონომ და ეკონომ მიმართულება, არამედ არის საკმაოდ პრემიალური ვიზუალით და თვითონ პროდუქტიც ძალიან კარგი“, - აცხადებს კომპანიის მმართველი მენეჯერი ბექა მჭედლიშვილი.
კომპანია სამომავლოდ, ქსელური მაღაზიების შექმნას და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
„ამ ეტაპზე ჩვენ ვართ მხოლოდ მიმწოდებლები, მაგრამ ვაპირებთ ქსელური მაღაზიების შექმნას. სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გვექნება 2-3 მაღაზია მინიმუმ. გარდა ამისა, უნდა ვიმუშაოთ სამკურნალო მიმართულებით. ეს იქნება გასტრო მიმართულება მგრძნობიარე კუჭ-ნაწალავისთვის მყოფი ძაღლებისთვის საკვები, რაც საქართველოს ბაზარზე სიახლე იქნება და ჩვენ ვიქნებით პირველი იქნება ქართული კომპანია ვინც ამას შევქმნით. საკმაოდ კარგ და ხელმისაწვდომ ფასად უნდა შევქნათ ეს ყველაფერი. გარდა ამისა, ზოგადად ასორტიმენტი თითქმის ყველა ჯიშისთვის, რაც საქართველოში არის პოპულარული და აქტიური თითქმის ყველა ჯიშისთვის შეიქმნება. მაქსიმალურად უნდა გავფართოვდეთ წლის ბოლომდე არის ეს ჩვენი გეგმა “, - აღნიშნავს კომპანიის მმართველი მენეჯერი ბექა მჭედლიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიზანი საქართველოს ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა.
სხვა სიახლეები
m² თბილისში ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარადგენს - ექსკლუზიური შეთავაზება სახლის შესაძენად უპრეცედენტოდ დაბალ ფასად
20.11.2026.18:23
5 დეკემბერს m² უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიებას გამართავს და მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ექვს ახალ საცხოვრებელ პროექტს წარუდგენს. ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა მათთვის, ვინც ახალი სახლის შეძენას გეგმავს-ექვსი ახალი პროექტი, ექვსი განსხვავებული ლოკაცია და ექსკლუზიური პირობები ერთ სივრცეში.
ღონისძიება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველებმა აღმოაჩინონ m²-ის ახალი პროექტები, გაეცნონ მათ კონცეფციებს, მდებარეობას, არქიტექტურულ გადაწყვეტებსა და ძირითად უპირატესობებს.
პირადად შეხვდნენ გაყიდვების მენეჯერებს, გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები და დარეგისტრირდნენ მომლოდინეთა სიაში.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის განსაკუთრებული უპირატესობაა, რომელსაც მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია მომხმარებლებს ანიჭებს. რეგისტრირებულ პირებს 19 და 20 დეკემბერს ექნებათ შესაძლებლობა, პრიორიტეტულად შეარჩიონ სასურველი ბინა და შეიძინონ ის პროექტის საწყისი, ყველაზე დაბალი ფასით. ეს ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მომხმარებლები არა მხოლოდ სხვებზე ადრე შეძლებენ სასურველი ბინის არჩევას, არამედ ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასით, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მომლოდინეთა სიაში რეგისტრაცია ახალი სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
პროექტების პრეზენტაციასთან ერთად, ღონისძიების სტუმრებს მუსიკალური პროგრამა, გათამაშება და ფურშეტიც ელოდებათ.
ექვსი ახალი პროექტის წარდგენით m² საცხოვრებელი უძრავი ქონების შეთავაზებას მნიშვნელოვნად აფართოებს და მომხმარებლებს თბილისის ექვს სხვადასხვა უბანში-საბურთალოზე, დიდ დიღომში, გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და სანზონაში სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს. აღნიშნულ პროექტებში სახლს მთელი უბანი მოჰყვება: გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეები; სპორტული და პადელის მოედნები, საბავშვო ზონები, აუზები, სპორტული დარბაზები, კომერციული ობიექტები და მრავალი სხვა, რაც მაცხოვრებლების ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის, სადაც ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ საკუთარი, განუმეორებელი ცხოვრებით.
პროექტების მრავალფეროვნება ეხმიანება ბრენდის ახალ კამპანიას „იცხოვრე შენი განუმეორებელი ცხოვრებით“. ადამიანებს განსხვავებული სურვილები, პრიორიტეტები და ცხოვრების სტილი აქვთ, ამიტომ საცხოვრებელი გარემოს შერჩევისას მათთვის განსხვავებული ფაქტორებია მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა, სივრცის დაგეგმარება, გარემო თუ ყოველდღიური საჭიროებები. სწორედ ამ განსხვავებული მოთხოვნების გათვალისწინებით, m² მომხმარებლებს თბილისის სხვადასხვა უბანში მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ეს არის შესაძლებლობა, პირველებმა მიიღოთ ინფორმაცია m²-ის ექვსი ახალი პროექტის შესახებ, შეადაროთ მათი უპირატესობები, მიიღოთ ინდივიდუალური კონსულტაცია და მომლოდინეთა სიაში რეგისტრაციით მოიპოვოთ პრიორიტეტი სასურველი ბინის შესარჩევად. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, თქვენი ახალი სახლის არჩევა დაიწყოთ პირველებმა და ისარგებლოთ უპრეცედენტოდ დაბალი საწყისი ფასებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.
ღონისძიების დეტალები: