მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ტარიფი ფარავს როგორც საოპერაციო ხარჯებს, ასევე საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ - GWP-ის ტექნიკური დირექტორი

news image
mbc image

კომპანია GWP-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე განმარტავს, რომ საქართველოს წყალმომარაგების ტარიფები მოიცავს როგორც საოპერაციო, ისე საინვესტიციო კომპონენტებს, ხოლო მათი სტრუქტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს კომპანიის ფინანსურ მდგრადობაში.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გიგა ნადირაძემ განმარტა,  ტარიფი ფარავს ყოველდღიურ საოპერაციო ხარჯებს, როგორიცაა თანამშრომლების ხელფასები და ელექტროენერგია, ასევე აუცილებელ საინვესტიციო პროექტებს.

„ტარიფს ორი ძირითადი მდგენელი გააჩნია, ამიტომ ამ ძირითადი კომპონენტების მიმართ იმთავითვე განსხვავებული მიდგომა და ხედვა უნდა ჩამოყალიბდეს. ერთი ტარიფის მდგენელი რაც არის, თუ რა ტიპის ხარჯებს ფარავს ტარიფი. ტარიფმა უნდა დაფაროს ის საოპერაციო ხარჯები, რაც ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის, სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი და საჭირო. როგორიც არის ხელფასი იმ დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ, ელექტროენერგიის ხარჯი და ასე შემდეგ. მეორეს მხრივ ჩვენ ვინაიდან კაპიტალტევად დარგთან და სექტორთან გვაქვს საქმე უნდა ვიცოდეთ, რომ დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურა ძველდება და სამწუხაროდ ისეთი მოცემულობა გვაქვს, როდესაც ისტორიულად ეს ქსელები არ ახლდებოდა საკმარისი ტემპით და მეტი წილი მათი მოძველებულია და დაჩქარებული ტემპით გვიწევს მათი რეაბილიტაცია რათა სერვისის დონე გავაუმჯობესოთ და არ მოხდეს ცალკეული ტიპის გაუარესებები.

ამიტომ შემოდის აქ მეორე საკითხი ინვესტიციებთან დაკავშირებით. ანუ ტარიფი ფარავს როგორც საოპერაციო ხარჯებს, ასევე საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ - ეს არის ის ტარიფმა რა უნდა დაფაროს და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და ეს იმგვარად არის მოწესრიგებული რაც მისაღებია ამ შემთხვევაში ინვესტორისთვისაც და იძლევა იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ ინვესტიციები, გავაუმჯობესოთ მდგომარეობა.

თუმცა, ტარიფს აქვს მეორე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელსაც ჰქვია ტარიფის სტრუქტურა. რაც ნიშნავს იმას, რომ შემოსავალი კომპანიამ რა გზით უნდა მიიღოს, რა ტიპის დარიცხვა უნდა განხორციელდეს სასმელი წყლის მოხმარებული სერვისის, იმგვარად მომხმარებელზე რომ მოხდეს შეგროვება ამ თანხის.

დღეს მოქმედი ტარიფი არის კუბურ მეტრზე, ანუ რამდენ წყალსაც მოვიხმარ ერთეულ კუბურ მეტრში, ერთეულთან მიმართებაში ვიხდით შესაბამის საფასურს. თუმცა, ჩვენი დანახარჯების სტრუქტურა როდესაც კომპანიის ფინანსურ მდგრადობაზე ვსაუბრობთ, 60%-ზე მეტი დანახარჯების არის ფიქსირებული დანახარჯები. მიუხედავად იმისა რამდენს მოიხმარს მომხმარებელი ეს ფიქსირებული დანახარჯი მაინც არსებობს. როგორიც არის კაპიტალური დანახარჯები.

ამიტომ, დანახარჯების დიდი ნაწილი ფიქსირებულია. მაშინ, როდესაც ტარიფი კუბურ მეტრთან მიმართებაში სრულად ცვლადია, მოხმარების შემცირებას კომპანიის დანახარჯების შესაბამისი კლება არ მიჰყვება, რაც გარკვეული ტიპის პრობლემებს ქმნის“, - აცხადებს  GWP-ის ტექნიკური დირექტორი.

მისივე თქმით, საქართველოს წყალმომარაგების ტარიფების სტრუქტურა საჭიროებს ოპტიმიზაციას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს როგორც სისტემის ფინანსური მდგრადობა, ისე მომსახურების ხელმისაწვდომობა დაბალშემოსავლიანი მომხმარებლებისთვის.

„დავუშვათ, ვარ გამრიცხველიანებული მომხმარებელი და სეზონურად მოვიხმარ წყალს ან შეიძლება ერთი წელი არ მოვიხმარო და მეორე წელს მოვიხმარო. ის რომ მე საერთოდ არ მოვიხმარ არ ნიშნავს, რომ ჩემთვის წყალმომარაგების სისტემას რომ მზაობა აქვს ეს არაფერი არ უჯდება კომპანიას. რა თქმა უნდა ეს ხარჯია, რომელი ხარჯიც ნაწილდება სხვა მომხმარებლებზე. ამ პრობლემამ წამოიწია წინა ფლანგზე. მეორე, დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. ჯვარედინი სუბსიდირება, რაც გულისხმობს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის ტარიფის დაწესებას. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფი არის განსხვავებული და გაცილებით მაღალი არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფი და სხვაობა 17-ჯერ აღემატება ასე ვთქვათ არასაყოფაცხოვრებო ტარიფი საყოფაცხოვრებო ტარიფს.

ეს დისბალანსი გარკვეული ტიპის ფინანსურ უხერხულობებს ქმნის კომპანიასთან მიმართებაში. კერძოდ, თუ მცირდება მოხმარება არასაყოფაცხოვრებო მხარეს - ნათელი მაგალითი იყო კოვიდის პერიოდში რესტორნების და შესაბამისი ბიზნესის მოხმარების მკვეთრი შემცირება - უარყოფითად აისახება კომპანიის ფინანსურ მდგრადობაზე და ამავდროულად, ჯვარედინი სუბსიდირების მექანიზმით, აბსოლუტურად ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელს გადასახადის დაახლოებით 70%-ს ვუსუბსიდირებთ. ეს ხდება მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა ეს კონკრეტულ მოწყვლად ჯგუფებსა თუ სხვადასხვა შემოსავლის კატეგორიის მქონე პირებს.

იქმნება ისეთი გარემო, სადაც რაც უფრო მეტია მოხმარება მეტი არის სუბსიდია იმ ცალკეულ დიდ მომხმარებლებზე საყოფაცხოვრებო ნაწილში. ამიტომ ეს ერთ-ერთი კიდევ დამატებითი გამოწვევაა, რომელიც დროთა განმავლობაში გამოვლინდა და ჩვენ პანელის ფარგლებში ვიმსჯელეთ, დავაყენეთ ეს საკითხი.

მიუხედავად იმისა, თუ რა სტრუქტურის იქნება ტარიფი, ის აუცილებლად უნდა დარჩეს ხელმისაწვდომობის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, დავიცვათ დაბალშემოსავლიანი ჯგუფები და უზრუნველვყოთ, რომ ტარიფი მათთვის ხელმისაწვდომი იყოს. ხელმისაწვდომობას თავის მხრივ აქვს ორი მიმართულება. ერთი არის ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მეორე არის ფინანსური ხელმისაწვდომობა. ფიზიკური ხელმისაწვდომობა ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ოჯახს მიუხედავად მისი შემოსავლისა ჰქონდეს ფიზიკურად წვდომადი ის აუცილებელი წყლის მოცულობაზე, რომელიც ერთთვიანი თუ ერთწლიანი პერიოდისთვის საჭიროა.

ხოლო მეორეს მხრივ, ფინანსურად ეს მინიმალური წყლის მოცულობა უნდა იყოს საკმარისი და გადახდისუნარიანი მომხმარებლისთვის. ამას ასახავს სპეციალური მაჩვენებელი - ხელმისაწვდომობის ინდექსი, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, იგი არ უნდა აღემატებოდეს 3%-ს“, - განმარტავს გიგა ნადირაძე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 3000+ წარმატებული პროექტი: რას ამბობს “სი ელ სის” გამოცდილება კომპანიის მასშტაბზე?

21.09.2026.23:09

ბიზნესის გამოცდილებაზე შესრულებული პროექტების რაოდენობა, მათი მრავალფეროვნება და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები მეტყველებს. ლიფტების ინდუსტრიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელ კორპუსს, კლინიკას, სავაჭრო ცენტრსა და საწარმოო ობიექტს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს. ასეთ პირობებში 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი კომპანიის გამოცდილების მასშტაბზე მიუთითებს.

პროექტი ლიფტის მონტაჟამდე ბევრად ადრე იწყება. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ შენობის ტექნიკური მონაცემები, შახტის პარამეტრები, სართულების რაოდენობა, მოსალოდნელი დატვირთვა და მგზავრთა ნაკადი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სისტემის შერჩევა. სხვადასხვა ტიპის ლიფტების ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ სამუშაოზე ახდენს გავლენას.

კონკრეტული ობიექტისთვის შესაფერისი  სამგზავრო ლიფტის შერჩევა მონაცემების ერთობლივ შეფასებას მოითხოვს და მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.

საწარმოო, სასაწყობე და კომერციულ ობიექტებზე ტექნიკური ამოცანა იცვლება. ამიტომ სატვირთო ლიფტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთამწეობას, კაბინის ზომებსა და ობიექტის სამუშაო პროცესს.

პროექტების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა შენობას სტანდარტული შახტა, თანაბარი დატვირთვა ან ერთნაირი არქიტექტურული პირობები არ აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირება, სხვა შემთხვევაში კი ლიფტის სისტემა თავიდანვე უნდა გახდეს ახალი შენობის პროექტის ნაწილი. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და კომპანიის მიერ დასახელებული 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სწორედ განსხვავებულ გარემოში დაგროვებული პრაქტიკის მოცულობაზე მიუთითებს.

ლიფტების შემთხვევაში, გამოცდილება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობას არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოა იმ ტექნოლოგიებისა და მწარმოებლების სპექტრი, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველოში იაპონური საეთაშორისო ბრენდის, FUJISJ-ის ლიფტების ოფიციალური პარტნიორი სწორედ კომპანია ,,სი ელ სია”.

ვერტიკალური გადაადგილების სისტემები ყოველთვის ლიფტით არ შემოიფარგლება. სავაჭრო ცენტრებში, დიდ ბიზნეს ობიექტებსა და მაღალი გამტარუნარიანობის სივრცეებში ხშირად გამოიყენება ესკალატორი, რომლის დაგეგმვასაც განსხვავებული ტექნიკური პირობები სჭირდება. ასეთ ობიექტებზე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ნაკადი, სივრცის განლაგება და სისტემის მუშაობის ინტენსივობა. ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობა აისახება დაგროვებულ გამოცდილებაზეც.

სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის მიერ შემდეგი პროექტისთვის იგივე კონტრაქტორის შერჩევა ხშირად უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დამკვეთს ამ დროს აქვს ინფორმაცია კომუნიკაციის, ტექნიკური კოორდინაციის, სამუშაო პროცესისა და შემდგომი მომსახურების შესახებ. CLC Elevator-ის პარტნიორებს შორის არის „ალფა სახლი“, „საბა ქონსთრაქშენი“, “ალმა”, „არაკი“ და ა.შ.

3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სტატისტიკაა, მაგრამ მის უკან სხვადასხვა დანიშნულების შენობები, განსხვავებული ტექნიკური სისტემები, მრავალწლიანი თანამშრომლობა და რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო პრაქტიკა დგას. ეს კომპანია ,,სი ელ სის” რეალური გამოცდილების შეფასებისთვის ყველაზე სანდო მონაცემებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა