მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.8
-0.0287
flag
AZN 1.5379
-0.0005
flag
CNY 38.764
-0.0042
flag
EUR 3.0265
-0.005
flag
GBP 3.5374
-0.0088
flag
KZT 56.64
-0.0007
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6145
-0.0007
news banner

„ტასჰაბი“ 2026 წლის პირველ ნახევარს აჯამებს - კომპანია მომსახურებების გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობებზე ფოკუსირდება

news image
mbc image

2026 წლის პირველი ნახევარი „ტასჰაბისთვის“ საქმიანობის მიმართულებების გაფართოებითა და ახალი პარტნიორობებით გამოირჩეოდა. „ტასჰაბის“ დამფუძნებელი სერგი გიორგაია Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

როგორ შეაფასებდით ტასჰაბისთის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წლის პირველი ნახევარი ტასჰაბისთვის მართლაც ძალზედ დინამიკური და გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში შევძელით, რომ პროექტების მართვისა და შეთანხმების პროცესები სრულიად ახალ ეფექტიანობაზე ავყვანეთ. განსაკუთრებით მეამაყება, რომ არქიტექტურული და ურბანული პროექტების მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების ვადები მაქსიმალურად შევამცირეთ - ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მიღწევა რეკორდულ, 1-თვიან ვადაშიც კი შევძელით, რაც ჩვენი სფეროსთვის ძალიან დიდი შედეგია.

ამასთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე (გრგ) მუშაობის მასშტაბები. მომსახურებების სპექტრიც მნიშვნელოვნად გავამდიდრეთ - აქტიურად ვმუშაობთ ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორებიცაა დენდროლოგიური პროექტები, სატრანსპორტო კვლევები და სატრანსპორტო სქემების შემუშავება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სრულიად ახალ, საინტერესო სფეროს შევეჭიდეთ - დავიწყეთ პარკებისა და სკვერების დაპროექტება, რაც ქვეყნის მწვანე ურბანულ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პარალელურად, აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ.

ასევე, დიდი რესურსი ჩავდეთ სამშენებლო და არქიტექტურული კანონმდებლობის, მიწის ნაკვეთების გამიჯვნისა და ზონირების რთული კეისების იურიდიულ-ტექნიკურ მხარდაჭერაში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ექვსი თვე იყო პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ტასჰაბი არის სწრაფი, სანდო და მრავალმხრივი პარტნიორი.

როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?

ბაზარზე დღეს რამდენიმე ძალიან მკაფიო და საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რაც ჩვენს სფეროში - ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურაში - მუშაობას კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის.

პირველი, რაც თვალში საცემია, კომპლექსური ურბანული დაგეგმარებისკენ სწრაფვაა. ქაოსური ან ფრაგმენტული მშენებლობების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. დღეს დეველოპერებიც და მუნიციპალიტეტიც ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს). ბაზარს სჭირდება გამართული, წინასწარ გათვლილი კონცეფციები, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, გამწვანება და სოციალური სივრცეები.

მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია სატრანსპორტო კვლევებისა და დენდროლოგიის განსაკუთრებული პრიორიტეტულობაა. პროექტის შეთანხმებისას ეს აღარ არის უბრალოდ „დამატებითი დოკუმენტები“ - ეს არის საკვანძო მოთხოვნა. ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია და არსებული თუ ახალი მწვანე ნარგავების მაქსიმალური დაცვა/ინტეგრირება უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე წყვეტს მის ბედს.

ასევე, ძალიან გაიზარდა ინტერესი საზოგადოებრივი სივრცეების, პარკებისა და სკვერების დაპროექტების მიმართ. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა „მწვანე ურბანიზმზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ზონები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიან, თანამედროვე და ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს.

და ბოლოს, კანონმდებლობის გამკაცრება და პროცესების ბიუროკრატიული კომპლექსურობა. სამშენებლო და ურბანული რეგულაციები სულ უფრო სპეციფიკური ხდება (მაგალითად, კოეფიციენტების, მიწების გამიჯვნისა თუ ზონირების ნაწილში). ამის გამო, დამკვეთებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის არსებობა, ვისაც შეუძლია ტექნიკური და იურიდიული მხარეები ერთ სივრცეში, კომპლექსურად და სწრაფად მართოს.

რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?

წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპანიის მასშტაბირებაზე იქნება, რათა არსებული წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ პროექტებსა და პარტნიორობებს მოვარგოთ.

პირველ რიგში, აქტიურად ვზრდით თანამშრომლობის არეალს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით უცხოურ წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით, რათა გლობალური მასშტაბის პროექტები და გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ადგილობრივ რეალობასთან.

ამასთან ერთად, ვზრდით ტასჰაბის გუნდსაც, რათა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შევინარჩუნოთ ის მაღალი ტემპი და ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა „ერთფანჯრიან პრინციპს“ - სადაც დამკვეთი იღებს სრულყოფილ სერვისს საწყისი ურბანული ანალიზიდან, დენდროლოგიითა და სატრანსპორტო კვლევებით დაწყებული, რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერითა და საბოლოო შეთანხმებით დამთავრებული. წლის ბოლომდე სწორედ ამ სრული ციკლის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და დახვეწაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი.

როგორია თქვენი საერთაშორისო / ადგილობრივი თანამშრომლობა ხომ არ გაქვთ სიახლეები ამ ნაწილში?

ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სწორედ ის ძრავია, რაც ტასჰაბს ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს.

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ურთიერთობები უკვე გასცდა სტანდარტულ, პროექტზე დაფუძნებულ ფორმატს. დღეს დეველოპერულ სექტორთან და ინვესტორებთან გრძელვადიან, სტრატეგიულ ალაიანსებს ვაყალიბებთ, სადაც ტასჰაბი ინიციატივების პირველივე ეტაპიდანვე ერთვება, როგორც გადაწყვეტილების მიმღები და რისკების დამზღვევი პარტნიორი.

ხოლო საერთაშორისო მიმართულებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ - უცხოურ წამყვან არქიტექტურულ და გეგმარებით ბიუროებთან უკვე კონკრეტულ შეთანხმებებზე მიდის მუშაობა. ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საიმედო ხიდს ქართულ რეალობასთან: ვუზრუნველყოფთ გლობალური არქიტექტურული კონცეფციების სრულ ადაპტაციას ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზონირებასთან და ურბანულ კონტექსტთან. ეს პარტნიორობა ერთის მხრივ უცხოურ ჯგუფებს უმარტივებს ბაზარზე შემოსვლას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ არქიტექტურულ გარემოში სრულიად ახალი მასშტაბის პროექტების იმპორტს უწყობს ხელს.

საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?

წლის შედეგებს ძალიან ოპტიმისტურად და, ამავდროულად, მკაფიო პრაგმატიზმით ვუყურებთ. წლის პირველი ნახევრის დინამიკამ გვიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგია სრულიად გამართლებულია და ტასჰაბი ბაზარზე მკვიდრდება, როგორც შეთანხმებისა და პროექტირების მთავარი ჰაბი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლის მეორე ნახევარში გველოდება, სრულიად ახალ სამუშაო სივრცეში გადასვლაა. ახალი ოფისი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, შევქმნათ იდეალური გარემო გუნდისთვის და ბევრად მასშტაბურ პროექტებსა თუ პარტნიორობებს ვუმასპინძლოთ.
საბოლოო ჯამში, გვინდა 2026 წელი დავასრულოთ ისეთი პორტფოლიოთი და რეპუტაციით, სადაც თითოეული შესრულებული პროექტი - იქნება ეს არქიტექტურა, გრგ, დენდროლოგია, სატრანსპორტო კვლევა თუ ახალი საზოგადოებრივი სივრცე - ქვეყნის სწორი და მდგრადი ურბანული განვითარების ხარისხის სტანდარტად იქცევა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩაანაცვლე შეფმზარეული Ninja-ს ტექნიკის დახმარებით

19.08.2026.14:52

ბევრ ჩვენგანს თანამედროვე დატვირთული გრაფიკის პირობებში უჭირს სამზარეულოში ტრიალისთვის დროის გამონახვა. დროის სიმცირის გამო ადამიანები ხშირად სულაც უარს ამბობენ ჯანსაღი, გემრიელი კერძების სახლში მომზადებაზე. თუმცა ისევე როგორც ბევრი სხვა რუტინული საყოფაცხოვრებო პრობლემის შემთხვევაში, თანამედროვე ტექნიკის ბრენდები აქაც გვთავაზობენ მოსახერხებელ გადაწყვეტებს. და ალბათ არც ერთი სახელი დღეს ისე პოპულარული არაა სამზარეულო ტექნიკაში, როგორც ნინჯა.

Ninja ინოვაციური ამერიკული ბრენდია, რომელმაც 2020-იან წლებში საოჯახო კულინარიაში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. პანდემიის პერიოდში, როდესაც ადამიანების უმრავლესობა სახლში ჩაიკეტა, ნინჯას აეროგრილები (ე.წ. “ეარფრაიერები”) სამზარეულოს წვრილი ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგანი გახდა. კომპანიამ დაამსხვრია სტერეოტიპი თითქოს სახლში კერძების მომზადება და ჯანსაღი კვება დიდ დროსა და განსაკუთრებულ რესურსებს მოითხოვს. 

ნინჯას ბრენდის ინჟინერთა მთავარი დავალება იმ პრობლემების მარტივად გადაჭრის გზების პოვნაა, რომელიც სამზარეულოში ყველაზე ხშირად იჩენს თავს -  კერძის მომზადებისთვის სწორი ტემპერატურისა და დროის შერჩევა, ზედმეტი გამოშრობა, გარედან შებრაწვა, როცა შიგნით ინგრედიენტები უმი რჩება, ხრაშუნა გარსის შექმნა და ა.შ. სანამ Ninja-ს ტექნიკა გაყიდვაში ჩაეშვება, გუნდი ათასობით საათს უთმობს სხვადასხვა რეცეპტის ტესტირებას. ბრენდის მთავარი მიზანია ყოველი ახალი ინსტრუმენტი კონკრეტულ რთულ ამოცანებს ადამიანისგან მინიმალური ჩარევის ფონზე, თითქმის დამოუკიდებლად წყვეტდეს. 

ამასთან, ბრენდი იმასაც ითვალისწინებს, რომ თანამედროვე მომხმარებელს გარდა ფუნქციურობისა, სხვა მოთხოვნებიც აქვს -  თითოეული მოწყობილობა ეკოლოგიურად სუფთა მასალებით იქმნება, კომპანია კი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ გამოყენებისას შემცირდეს ნახშირბადის გამოყოფა და შეფუთვაც დროთა განმავლობაში უფრო ეკომეგობრული მასალებით ჩანაცვლდეს.

ხრაშუნა კერძები ზედმეტი ცხიმის გარეშე

უდავოდ, ყველაზე პოპულარული რაც ბრენდს ოდესმე გამოუშვია, ნინჯას აირფრაიერია (Airfryer). აეროგრილი საშუალებას აძლევს ადამიანს საყვარელი კერძების უფრო ჯანსაღი, ნაკლებცხიმიანი ვერსია მარტივად, მინიმალური ზედამხედველობით მოამზადოს. 

ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით ეარფრაიერი საკვებს ცხელი ჰაერის სწრაფი ცირკულაციით ამზადებს. მძლავრი ვენტილატორი ცხელ ჰაერს პროდუქტის გარშემო თანაბრად, სწრაფად ატრიალებს, რაც კერძს ყველა მხრიდან ერთნაირად წვავს, ისე რომ ზეთი საჭირო არ არის. უფრო ახალ მოდელებში დამატებულია ინოვაციური ფუნქცია Max Crisp, რომელიც ტემპერატურის 240°C გრადუსამდე გაზრდის საშუალებას იძლევა. მოწყობილობას შეუძლია კარტოფილისა თუ ქათმის ფრთების 75-90%-ით ნაკლები ზეთით მომზადება, ისე რომ საკვები შიგნიდან წვნიანი რჩება გარედან კი კარგად იბრაწება. დიდი უპირატესობაა ისიც, რომ აეროგრილში პირდაპირ შეგიძლია მოათავსო გაყინული პროდუქტი, წინასწარ გალღობის გარეშე.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ინოვაციური DualZone ტექნოლოგია. მაგალითად AF500EU მოდელი FlexDrawer სისტემითაა აღჭურვილი, ორი დამოუკიდებელი კალათი შეგიძლია ორი სრულიად განსხვავებული კერძის მოსამზადებლად გამოიყენო. თითოეულს განცალკევებული გამაცხელებელი ელემენტები აქვს, რაც საშუალებას გაძლევს ინდივიდუალური პარამეტრები დააყენო - ერთ მხარეს, ვთქვათ, შეწვა ხორცი, რასაც სულ 10-12 წუთი სჭირდება, მეორე მხარეს კი ბოსტნეული, რასაც საშუალოდ 18-22 წუთი შესაძლოა დასჭირდეს. ჭკვიანი ფუნქცია Smart Finish სრულად აკონტროლებს მზადების დროს. 

ნამდვილი ტრენდსეტერის ინოვაციური, მძლავრი ტექნოლოგია

ბრენდი პირველ რიგში იმითაა ცნობილი, რომ მუდმივად ქმნის ახალი ტიპის მოწყობილობებს, რომელიც გამოსვლის მომენტიდან ბესტსელერი ხდება და შემდეგ სხვა ბრენდები ცდილობენ სასწრაფოდ გადაიღონ. ერთ-ერთი ასეთი ტრენდული აპარატი, Ninja Creami საქართველოშიც უკვე ხელმისაწვდომია. ჯანსაღი შინაურული ნაყინის აპარატი ინტერნეტსივრცეში განსაკუთრებით კი ტიკტოკზე გლობალურად გავირუსდა როგორც კი ბაზარზე პირველად გამოჩნდა. 

სპეციალური Creamify ტექნოლოგია გაყინულ ხილს, იოგურტს, პროტეინის შეიკს წუთებში აქცევს ჰაეროვან, კრემოვან დესერტად. მოწყობილობას აქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ამზადებს სორბეტს, იტალიურ ჯელატოს და სმუზებს. ინგრედიენტების შერჩევისას მომხმარებელი თითქმის არაა შეზღუდული. ყველას აქვს საშუალება მოამზადოს თავისი სპეციფიური კვების  შესაბამისი დესერტები, მათ შორის ულაქტოზო, ვეგანური ან უშაქრო.

არანაკლებ პოპულარულია ნინჯას ბლენდერები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია BN750EU, რომელიც აღჭურვილია ჭკვიანი Auto iQ პროგრამებით. სისტემა ინგრედიენტებს დამოუკიდებლად აფასებს და თავად არჩევს პულსირების, პაუზებისა და შერევის ოპტიმალურ რეჟიმებს. Pro Extractor-ის უმძლავრესი პირები კი მარტივად უმკლავდება შედარებით მაგარ და მყარ ინგრედიენტებსაც - ქვასავით გაყინული ხილი, თხილეული, ხილის მკვრივი კანი, მაღალბოჭკოვანი მცენარეები, რომლებიც სტანდარტულ ბლენდერებში სრულად არ ბლენდერდება. ნინჯას ბლენდერი იდეალური კონსისტენციის სმუზის, სოუსებსა და კრემსუპს ქმნის. 

რატომ უნდა შეიძინო Ninja-ს ტექნიკა ალტაში?

რაც უფრო პოპულარულია ესა თუ ის ბრენდი, მით უფრო ხშირად ჩნდება საერთაშორისო ბაზარზე არაოფიციალური ან საეჭვო წარმოშობის მოდელები, რომლებსაც ავთენტურად აფასებენ, ხოლო ოფიციალურ წარმოებას კი სულ უფრო ხშირად ვხვდებით გადამყიდველთა საიტებზე.

არაოფიციალური ალტერნატივები თითქმის არასდროსაა ისეთივე გამძლე და მძლავრი, როგორც ორიგინალი, რადგან არ გადის ხარისხის შესაბამის კონტროლს. ის ხშირად იაფფასიანი მასალებისგან მზადდება და ექსპლუატაციისას სახიფათოა. რაც შეეხება არაოფიციალურ გადამყიდველებს, ამ შემთხვევაშიც ტექნიკის შეძენა რისკია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაგიმართლა და Ninja-ს ორიგინალი ტექნიკა შეიძინე, ვერ მიიღებ ოფიციალურ ქარხნულ გარანტიასა და შესაბამის მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი წუნის შემთხვევაში კარგავ მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციას. ამიტომ სანდო პარტნიორის შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ახალ ტექნოლოგიას პირველ რიგში იმისთვის ვყიდულობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური დატვირთვა შემცირდეს. კულინარიული ტექნიკა გამონაკლისი არაა - ამ დარგში ინოვაცია ჩვენთვის დროის დაზოგვის და გემრიელი კერძების მაქსიმალურად სწრაფად, დატვირთვის გარეშე მომზადების საშუალება უნდა იყოს. დაათვალიერე Ninja-ს მოდელები ალტაში და გაიმარტივე სამზარეულოს რუტინა - ამ დავალებას კი დღეს ვერც ერთი ბრენდი ისე წარმატებით ვერ უმკლავდება, როგორც ნინჯა. 

ალტა უკვე სამი ათეული წელია საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერი და ათობით ცნობილი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია. ნინჯაც ამ ბრენდებს შორისაა. ნინჯას ტექნიკის ალტაში შეძენა ნიშნავს, რომ მიიღებ სრულად ავთენტურ, უსაფრთხო და უმაღლესი სტანდარტების მოწყობილობას. თითოეულ მოდელს მოჰყვება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია და კვალიფიციური სერვისცენტრის მხარდაჭერა. 

#განახლებისდროა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა