ტაშკენტში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო გადაზღვევის ერთობლივი შესაძლებლობების შესახებ
ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და საქართველო - ქვეყნების წამყვანმა სადაზღვევო და გადამზღვევმა კომპანიებმა თანაშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობის მიზანი რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოქმედი სადაზღვევო და გადაზღვევი კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, რისკების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება და ერთობლივი გადაზღვევის პორტფელის შექმნააა.
მემორანდუმს ხელი 2023 წლის 23 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოეწერა. ხელმომწერები კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ლიდერი სადაზღვვეო და გადამზღვევი კომპანიები, აზ რე, აპექს ინშურანსი, ჰალიკი და ალდაგი არიან. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები (ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან) ესწრებოდნენ.
მემორანდუმის შედეგად ხელმომწერი მხარეები შეძლებენ, ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე ერთიანი ძალებით გააუმჯობესონ და განავითარონ რისკების მართვის ხარისხი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონში. თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანიებს, შესაძლებლობა ექნებათ, მეზობელი ქვეყნების ბაზარზე მაღალი ხარისხის სადაზღვევო პროდუქტით პოზიციონირდნენ,
„მემორანდუმის ხელმოწერა, საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ ფასების პოლიტიკის სინქრონიზაცია ყაზახეთსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებს შორის, რაც გულისხმობს მივიღოთ მეტი სადაზღვევო რისკი და პრემია, კაპიტალიზაციისა და ექსპერტიზის დონე და ა.შ. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების დაზღვეულები, დაექვემდებარებიან ერთიან სადაზღვევო პირობებს, თუ მზღვეველი საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის გაფართოებას გადაწყვეტს. გაფართოება, თავის მხრივ მნიშვნელოვან უპირატესობებს გულისხმობს დაზღვეულისთვის. მემორანდუმში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების მიმართულებები ოთხი ქვეყნის მასშტაბით მოიცავს უძრავი ქონების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა და უბედური შემთხვევების, მშენებლობის, ელექტროენერგიისა და ნავთობის წარმოების, ფინანსებისა და სხვა რისკებისგან დაზღვევას. აღნიშნულის ფარგლებში, დაზღვევის საბაზისო თანხა 45მლნ დოლარია, რაც საკმარისია რეგიონული თვალსაზრისით, თუმცა ვგეგმავთ, რომ 2024 წლის ბოლოსთვის აღნიშნული კვოტა 100მლნ დოლარამდე გაიზარდოს“- აცხადებს სადაზღვევო კომპანია ჰალიკის თავმჯდომარე, აბდირ კაისარი;
„მემორანდუმის მონაწილეების რესურსების გაერთიანებამ 45მლნ. დოლარი შეადგინა, შემდგომი გაფართოებისთვის აღნიშნული 100მლნ. დოლარამდე გაიზრდება, რაც ითვალისწინებს გაფართოებას მსოფლიო მასშტაბით, დაზღვევისა და გადაზღვევის პროცესში ჩაერთვებიან პოტენციური პარტნიორები და მონაწილეები,“ - ანდრეი კომარკოვსკი, Marsh LLP (დაზღვევის ბროკერები) გენერალური მენეჯერი;
“მემორანდუმის ხელმოწერა გულისმობს არა მხოლოდ უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიების გაერთიანებას, არამედ ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს შორის კავშირის გაფართოებას, რაც არა მხოლოდ გეოგრაფიულმა სიახლოვემ, არამედ სადაზღვევო სექტორთან დაკავშირებით საერთო ხედვამ და მიზანმა განაპირობა,“ - უმიდ ხალიკოვი, სადაზღვევო კომპანია APEX INSURANCE-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
„მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ოთხ უმსხვილეს სადაზღვევო და გადამზღვეველ კომპანიასთან, თანამშრომლობის მემორანდუმი დაეხმარება რეგიონულ კომპანიებს სადაზღვევო შესაძლებლობების გაფართოვებაში, როგორც საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ჩვენი თანამშრომლობა გადაზღვეველი კომპანიებისთვის რეგიონული ჰაბის ფორმირების წინაპირობა იქნება, რაც ხელს შეუწყობს უფრო ფართო მასშტაბს რისკების დაზღვევას,“ - გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი;
„მემორანდუმი ადასტურებს, რომ ვიღებთ ვალდებულებებს ხელი შევუწყოთ სადაზღვევო ბაზრის საჭიროებების დაკმაყოფილებას. საერთო ძალებით, ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ შესაძლებლობები და გავზარდოთ რისკების მიმართ მდგრადობა. აღნიშნული თანამშრომლობა ხაზს უსვამს, ჩვენს საერთო მზადყოფნას უფრო ეფექტური, რეგიონალური, გადაზღვევის ბაზრის მშენებლობისთვის,“ - ტურალ გასიმოვ ნაზიმ ოღლი, AzRe Reinsurance OJSC-ის გამგეობის წევრი;
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობაზე პოტენციური ინტერესი უკვე გამოიჩინა ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა, თურქმენეთმა და თურქეთმა; მემორანდუმი ხელს უწყობს ბიზნესების გაერთიანებასა და საერთაშორისო თანამშრომლობიდან საერთო სარგებლის მოპოვებისკენ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.