მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

news image
mbc image

TAV Georgia-ს ორგანიზებით აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და  საავიაციო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას TAV Georgia-ს მენეჯმენტი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, აეროპორტის უსაფრთხოების, საბაჟო და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ავიაკომპანიების, საწვავის მიმწოდებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების წლიურ ოპერაციულ მაჩვენებლებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ახალ მასშტაბურ პროექტსა და მიმდინარე ოპერაციულ საკითხებს დაეთმო. სხდომას ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ხელმძღვანელობდა.

წარდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. დღეისთვის არსებული პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 5,4(+) მილიონი მგზავრით ჩახურავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ წლის ბოლომდე 1,3 (+) მილიონიანი მგზავრთნაკადია მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ორივე აეროპორტის ჯამური მგზავრთნაკადი წლის ბოლომდე 6,7 მილიონს გადააჭარბებს. რეისების მხრივ კი წინასწარი გათვლებით თბილისში 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ბათუმში კი 12%-იანი.

გაფართოვდა მიმართულებების არეალიც: თბილისიდან რეისები სრულდება 80 მიმართულებით (62 სამგზავრო და 12 სატვირთო), ხოლო ბათუმიდან 41 მიმართულებით. 2026 წლის განმავლობაში თბილისში დღიურად რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა (206 რეისი), ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 16 აგვისტოს (23,483 მგზავრი). ბათუმში რეისების მხრივ რეკორდული იყო 3 სექტემბერი (118 რეისი), ხოლო მგზავრების რაოდენობის პიკი 13 აგვისტოს (11,005 მგზავრი) დაფიქსირდა.

ტრადიციული შეხვედრის ფარგლებში, TAV Georgia-მ გადაყვანილი მგზავრებისა და შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით, სხვადასხვა ავიაკომპანია დააჯილდოვა. შეხვედრა სამუშაო დიალოგისა და სექტორში არსებული სამომავლო გეგმების განხილვით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში ტავ ჯორჯიას ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ტავ ჯორჯია უკვე 21 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა 2 საერთაშორისო საჰაერო კარიბჭე და შექმნა კვალიფიციური საკადრო რესურსი. კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე დაამკვიდრა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და ხელი შეუწყო კადრების კვალიფიკაციის ზრდას საქართველოს სააეროპორტო ინდუსტრიაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

28.11.2026.14:01

თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.

30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით

30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.

შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.

ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.

ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.

30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.

30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას

30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.

Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.

აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა