მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

news image
mbc image

TAV Georgia-ს ორგანიზებით აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და ზაფხულის საავიაციო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას TAV Georgia-ს მენეჯმენტი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, აეროპორტის უსაფრთხოების, საბაჟო და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ავიაკომპანიების, საწვავის მიმწოდებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების წლიურ ოპერაციულ მაჩვენებლებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ახალ მასშტაბურ პროექტსა და მიმდინარე ოპერაციულ საკითხებს დაეთმო. სხდომას ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ხელმძღვანელობდა.

წარდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. დღეისთვის არსებული პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 5,4(+) მილიონი მგზავრით ჩახურავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1%-იანი ზრდაა. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ წლის ბოლომდე 1,3 (+) მილიონიანი მგზავრთნაკადია მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ორივე აეროპორტის ჯამური მგზავრთნაკადი წლის ბოლომდე 6,7 მილიონს გადააჭარბებს. რეისების მხრივ კი წინასწარი გათვლებით თბილისში 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ბათუმში კი 12%-იანი.

გაფართოვდა მიმართულებების არეალიც: თბილისიდან რეისები სრულდება 80 მიმართულებით (62 სამგზავრო და 12 სატვირთო), ხოლო ბათუმიდან 41 მიმართულებით. 2026 წლის განმავლობაში თბილისში დღიურად რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა (206 რეისი), ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 16 აგვისტოს (23,483 მგზავრი). ბათუმში რეისების მხრივ რეკორდული იყო 3 სექტემბერი (118 რეისი), ხოლო მგზავრების რაოდენობის პიკი 13 აგვისტოს (11,005 მგზავრი) დაფიქსირდა.

ტრადიციული შეხვედრის ფარგლებში, TAV Georgia-მ გადაყვანილი მგზავრებისა და შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით, სხვადასხვა ავიაკომპანია დააჯილდოვა. შეხვედრა სამუშაო დიალოგისა და სექტორში არსებული სამომავლო გეგმების განხილვით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში ტავ ჯორჯიას ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ტავ ჯორჯია უკვე 21 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა 2 საერთაშორისო საჰაერო კარიბჭე და შექმნა კვალიფიციური საკადრო რესურსი. კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე დაამკვიდრა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და ხელი შეუწყო კადრების კვალიფიკაციის ზრდას საქართველოს სააეროპორტო ინდუსტრიაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TAV Georgia-მ აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

13.11.2026.10:24

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა