TAV Georgia-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
2024 წლის 18 დეკემბერს, TAV Georgia-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ყოველწლიურ შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს უკვე ჩატარებული სამუშაოები და იმსჯელეს სამომავლო პროექტებზე, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, TAV Georgia-ს წარმომადგენლებმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნეს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში რეკორდული იყო: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 4,8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიური მაჩვენებელი. ბათუმის აეროპორტს კი 945 000 მგზავრი სტუმრობდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია.
TAV Georgia-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს თვალსაჩინო ზრდა ხაზს უსვამს ამ ორი აეროპორტის რეგიონულ მნიშვნელობასა და მათ როლს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო ასევე ის პროექტები, რომლებიც TAV Georgia-მ 2024 წელს დაასრულა:
აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ტექნიკურ საჭიროებებსა და 2025 წლის გეგმებს, რომელიც ავიაკომპანიების მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებასა და მგზავრების საჭიროებაზე მეტად მორგებას ემსახურება.
TAV Georgia, რომელიც დღეს უკვე ფრანგული ჰოლდინგის, ADP-ის ჯგუფის წევრია, საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და მართავს როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით, ამ 19 წლის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი აეროპორტების ინფრასტრუქტურა და გააძლიერა საქართველოს აეროპორტების მნიშვნელობა რეგიონულ ჭრილში. შექმნა მომსახურების მაღალი სტანდარტი, როგორც ხარისხიანი ინფრასტრუქტურის, ასევე მაღალკვალიფიციური კადრების საშუალებით. TAV Georgia საქართველოს საავიაციო ბაზარზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, აერთიანებს რამდენიმე შვილობილ კომპანიას და საერთო ჯამში ასაქმებს 1700-მდე მოქალაქეს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.