მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ტავ ჯორჯია საავიაციო ფორუმ Routes Europe 2026-ში მონაწილეობს

news image
mbc image

იტალიის ქალაქ რიმინიში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იმართება, სადაც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს კომპანია ტავ ჯორჯია წარმოადგენს. საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველი და ინვესტორი კომპანია აღნიშნულ ღონისძიებაზე შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთობლივი სტენდით არის წარმოდგენილი. რიმინიში იმყოფება ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე კომპანიის მარკეტინგის გუნდთან ერთად.

ფორუმის მიმდინარეობისას ტავ ჯორჯიას წარმომადგენლები სხვადასხვა ავიაკომპანიასთან 20-მდე შეხვედრას გამართავენ. ჩანიშნულია მოლაპარაკებები და გაცნობითი ხასიათის შეხვედრები როგორც ევროპულ, ასევე ჩინურ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ავიაკომპანიებთან. ტავ ჯორჯიას მიზანი ახალი ბაზრებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათთვის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისების შეთავაზებაა. კომპნიებმა ტავ ჯორჯიასთან მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვეს როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და საერთაშორისო ჰოლდინგის, TAV Airports-ის მარკეტინგის გუნდთან ერთადაც.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული კრიზისის ფონზე კიდევ უფრო ცხადი გახდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება. წელს მსგავსი ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე ჩვენი მონაწილეობის მთავარი ფოკუსი სწორედ ბაზრების დივერსიფიცირებაა. ჩვენი მიზანია ახალი მიმართულებების განვითარება ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი გვაინტერესებს როგორც ევროპული ასევე ჩინური ბაზარიც. მოგეხსენებათ, თბილისის აეროპორტიდან ჩინეთის რამდენიმე მიმართულებით ფრენები უკვე ხორციელდება და ივლისიდან პირდაპირი რეისები ინიშნება შანხაის მიმართულებითაც - თუმცა ამ ბაზარზე მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად ჩინეთის მიმართულებით მუშაობას აქტიურად გავნაგრძობთ. რაც შეეხება ევროპას, განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაში ესპანეთის მიმართულებაზე გვაქვს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და Routes Europe 2026-ზე ამ მიზნით საინტერესო შეხვედრებიც გვაქვს ჩანიშნული. “ - აცხადებს თეა ზაქარაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი.

საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 იტალიის ქალაქ რიმინიში 20 მაისამდე გაგრძელდება. ეს ღონისძიება უკვე მეოცედ ტარდება და წელს მასში 65-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ავიაკომპანია და აეროპორტი მონაწილეობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა შედეგებით დაბრუნდა „ანიგოზი“ SIAL Paris 2026-დან და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები

29.10.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, SIAL Paris 2026-ზე საქართველო 31 ქართული კომპანიითა და 3 თემატური პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა ქართული პროდუქციის ცნობადობის გაზრდას, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებასა და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას ემსახურება.

მონაწილე კომპანიებს შორის ქართული კაკლის მწარმოებელი კომპანია „ანიგოზიც“ იყო. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავს, ამჟამად რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პარალელურად კი კომპანია საახალწლო სეზონისთვის ემზადება, რომელიც პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

როგორ შეაფასებდით SIAL Paris 2026-ის გამოფენას და კომპანიისთვის რამდენად შედეგიანი იყო მასში მონაწილეობა?

SIAL Paris 2026 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ღონისძიება იყო. ყველა საერთაშორისო გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდაში და ახალი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა SIAL Paris, რომელიც ევროპაში საკვებისა და სასმელების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ჩვენი კომპანია რეგულარულად მონაწილეობს აღნიშნულ გამოფენაში და ყოველწლიურად ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და მნიშვნელოვან ბიზნესშედეგებს.

წლევანდელი წელიც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოტენციურ პარტნიორთან, რომლებსაც გამოფენის ფარგლებში ჩვენი პროდუქცია გავაცანით - ახალი მოსავლის ქართული კაკალი. იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება და საფუძველს ჩაუყრის ახალ, გრძელვადიან ბიზნესთანამშრომლობას.

აწარმოებთ თუ არა ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რომელიმე ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულებით?

დიახ, მოლაპარაკებები გვაქვს. როგორც არსებულ ძველ პარტნიორებთან, ასევე ახლებთან რომლებიც გამოფენის ფარგლებში გავიცანით.

⁠როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

ახლოვდება ჩვენთვის ყველაზე მაღალ მოთხოვნადი წინა საახალწლო პერიოდი და ვემზადებით გაორმაგებული ძალისხმევით მუშაობისთვის როგორც ადგილობრივბაზარზე რეალიზაციის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო აქტივობებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა