ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში ინვესტირებას განაგრძობს
ტავ ჯორჯიამ წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში განახორციელა. აეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილიმგზავრთნაკადის ფონზე დადგა. ამ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო.
გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკი „E”, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემსშეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან (Wide-body) საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებულისამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO-ს სტანდარტებს. ამ სამუშაოების პარალელურად, საქაერონავიგაციამ ვიზუალური ჰაერსანაოსნო საშუალებების (სანათები და ნიშნები) განახლება/მონტაჟიგანახორციელა.
ასევე, ტავ ჯორჯიას ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდებისმომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომებისნაწილს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით „F” და „E” კოდებისმქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანი #3-ის ტერიტორიას, სადაც მოეწყო საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სტანდარტებით „C” კოდის მქონე თვითმფრინავის 3სადგომი და ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა და მოეწყო 3 ვერტმფრენის სადგომიც.
აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამში ხელოვნური საფარი 100 000 მ2 -მდე ფართობზე განახლდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომო უზრუნველყოფის ტექნიკა, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა-შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობსაეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დეპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტი. ტავ ჯორჯიამ შეიძინასრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო-ავტომობილი, რომელიც ICAO-ს სტანდარტებისგათვალისწინებით ევროპული ბრენდის RENAULT-ის ბაზაზე მოდიფიცირდა.
“ეს არის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც მგზავრები მხოლოდ ილუმინატორებიდან ხედავენ დაალბათ ბევრს არც კი უფიქრია, თუ რამხელა რესურსს, ძალისხმევასა და ინვესტიციას საჭიროებს ამინფრასტრუქტურის მუდმივი წესრიგში ყოფნა. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა მგზავრთნაკადი თბილისისაეროპორტში წლიდან წლამდე იმატებს და უფრო და უფრო მეტი თვითმფრინავი ხვდება ამტერიტორიაზე. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში აქ, აეროდრომის ნაწილში ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკაზე ტავ ჯორჯიამ 16 მილიონამდე ლარი დახარჯა, რათა იმსაჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებენ ფრენებსჰქონდეთ მაღალი ხარისხის სერვისი და
უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, რომელსაც როგორც ეროვნული ასევე ICAO-ს სტანდარტებიითვალისწინებს. სამიმოსვლო ბილიკის გაფართოებისა და ახალი სადგომების მოწყობის შედეგად ჩვენუკვე გვაქვს საშუალება რომ შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე მივიღოთ დიდგაბარიტიანი საჰაეროხომალდები და გავზარდოთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია სახანძრო დეპოს გაფართოებაც. როცა ეს კონკრეტული პროექტი დასრულდება, სახანძრო დეპოში მოეწყობა სასწავლო სივრცე პერსონალის გადამზადებისთვის და ასევე ფიზიკურიმომზადებისთვისაც. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციების ეფექტურად სამართავად რეაბილიტირებულდეპოში განთავსდება საავარიო ოპერატიული ცენტრი” - აცხადებს ტავ ჯორჯიას აეროდრომის შესაბამისობისმონიტორინგის ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.
ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერსაქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარსაჭარბებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.