თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურისა და m²-ის სინერგია ფილოსოფიაში - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“
m2-ის გზავნილის - „იცხოვრე შენი ცხოვრების“ - ვიზუალური ინტერპრეტაცია „ჯოვანი მორას“ არაჩვეულებრივი აქსესუარების კოლექციაში შედგა.
Giovanni Morra-სა და m2-ის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში რამდენიმე თვეა აქტიური, შემოქმედებითი მუშაობა მიმდინარეობს.
დღეს, ამ საინტერესო და მრავალმხრივმა პროცესმა, კონკრეტული შედეგები მოიტანა: შეიქმნა აქსესუარებისა და მაისურების ახალი, ფერადი კოლექცია, რომლის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.liveyourownlife.ge, შეძენა კი - „ჯოვანი მორას“ ონლაინ მაღაზიაშიwww.giovannimorra.com და პოპაპ სტენდზე “გალერია თბილისი”, მე-2 სართული).
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლაბორაციები ბრენდებთან და ნიჭიერ, საინტერესო ადამიანებთან ჩვენს ბრენდს ამდიდრებს და მრავალფეროვნებას ჰმატებს. “ჯოვანი მორას“ მიერ შექმნილი კოლექცია, მისი ვიზუალური ხასიათი და ჩვენი გზავნილი „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ყოველდღიურობას მეტ თავისუფლებასა და სიხალისეს მისცემს“ - ამბობს m²-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით“ სრულ თანხვედრაშია თავისუფლების მოყვარული, კოსმოპოლიტი მოგზაურის, ჯოვანის ფილოსოფიასთან, რომელსაც ცხოვრების უნიკალური გზა (life path) გამოარჩევს.
m2-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წინ წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” - შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციებს ქმნიან.
კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.