TBC Capital-ის პროგნოზით ქართული ღვინის ინდუსტრია 2024 წელს 5%-ით გაიზრდება
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ღვინის ინდუსტრია 5%-ით გაიზრდება და პროგრესის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების მატება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის გავლენით.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მთლიანი ბრუნვა ₾1,038 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს ₾1,030 მილიარდს.
თიბისი კაპიტალის პროგნპზით, მიმდინარე წელს ღვინის კომპანიების საერთო ბრუნვა ₾1.086 მილიარდს მიაღწევს. ზრდა უმეტესად ექსპორტის ხარჯზე მოხდება, ხოლო 1025 წელს, თიბისი კაპიტალი ბრუნვის ₾1,147 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.