TBC უზბეკეთის $37 მილიონიანი ინვესტიცია - როგორია გაფართოების გეგმები
თიბისი უზბეკეთმა (TBC UZ), ქვეყნის უდიდესმა ციფრულმა ბანკმა, 37 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა მისი უმსხვილესი აქციონერისგან TBC Bank Group PLC-ისგან. ამ ინვესტიციამ კაპიტალის მოცულობა 75 მილიონ დოლარამდე გაზარდა
უზბეკეთის უმსხვილესი ციფრული ბანკი, TBC UZ, არის TBC Uzbekistan-ის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს Payme ციფრული გადახდების აპლიკაციას და Payme Nasiya განვადებით საკრედიტო ბიზნესს.
თიბისი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით:
„თიბისი უზბეკეთი (TBC UZ) ჯგუფის წმინდა მოგების (TBC Bank Group PLC) 9 პროცენტის გენერირებაში მონაწილეობს და წარმოადგენს ჯგუფის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების პორტფელის 44 პროცენტს, მისი როლი ჩვენს ჯგუფში მნიშვნელოვანია და ის გაიზრდება“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.