მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

TBC უზბეკეთის როლი ჩვენს ჯგუფში მნიშვნელოვანია და ის გაიზრდება - ვახტანგ ბუცხრიკიძე

news image
mbc image

თიბისი უზბეკეთმა (TBC UZ), ქვეყნის უდიდესმა ციფრულმა ბანკმა, 37 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა მისი უმსხვილესი აქციონერისგან TBC Bank Group PLC-ისგან. ამ ინვესტიციამ კაპიტალის მოცულობა 75 მილიონ დოლარამდე გაზარდა

უზბეკეთის უმსხვილესი ციფრული ბანკი, TBC UZ, არის TBC Uzbekistan-ის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს Payme ციფრული გადახდების აპლიკაციას და Payme Nasiya განვადებით საკრედიტო ბიზნესს.

თიბისი ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით:

„თიბისი უზბეკეთი (TBC UZ) ჯგუფის წმინდა მოგების (TBC Bank Group PLC) 9 პროცენტის გენერირებაში  მონაწილეობს  და წარმოადგენს ჯგუფის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების პორტფელის 44 პროცენტს, მისი როლი ჩვენს ჯგუფში მნიშვნელოვანია და ის გაიზრდება“.

2024 წელს TBC უზბეკეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა დაფარვა და 2024 წლის სექტემბრისთვის მიაღწია 17 მილიონ უნიკალურ რეგისტრირებულ მომხმარებელს. ეს ნიშნავს, რომ უზბეკეთის მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი იყენებს საბანკო ეკოსისტემის მომსახურებებს, რაც აძლიერებს TBC უზბეკეთისს, როგორც წამყვან ციფრულ საბანკო ეკოსისტემას ცენტრალურ აზიაში.

TBC UZ-მა ასევე უზრუნველყო 105 მილიონი დოლარის საბითუმო დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში, რადგან ციფრული ბანკი აგრძელებს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ციფრული ბანკის სასესხო პორტფოლიომ აჩვენა ძლიერი ზრდა, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში 99 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და მიაღწია 460 მილიონ დოლარს.

ამ წლის დასაწყისში კომპანიამ შექმნა TBC Business - ქვეყანაში პირველი სრულად ციფრული საბანკო სერვისი, რომელიც ემსახურება ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესს და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

გარდა ამისა, თიბისი უზბეკეთმა დადო სტრატეგიული პარტნიორობა Visa-სა და Mastercard-თან, რამაც საშუალება მისცა მომსახურების გაფართოებული სპექტრის მიწოდებას და გააძლიერა ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზების შესაძლებლობა.

თიბისი უზბეკეთს უკვე ჰყავს 17 მილიონი უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი და გამოიყენებს ამ ახალ კაპიტალს შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ის აგრძელებს მომგებიანად მაშტაბირებას და შეთავაზების დივერსიფიკაციას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა