SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Simmit Tbilisi 2026 15–16 ივლისს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს.
ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის, SMH Global-ის ორგანიზებით, სამიტი სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება.
2025 წლის გამორჩეულად წარმატებული ღონისძიების შემდეგ, რიგით მეოთხე SBC Summit Tbilisi 2026 გვპირდება ჩართულობის მინიმუმ 50%-ით მზარდ ტენდენციას, გასული წლების მსგავსად. სამიტის წარმდგენი კვლავ EGT Georgia და Amusnet იქნება.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 3000-მდე მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან. ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-მდე კომპანია, საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ. მათ შორის იქნებიან სხვადასხვა პროდუქტების თუ სერვისების პროვაიდერები, პლატფორმები და საგადახდო ოპერატორები.
რიგით მეოთხე სამიტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი წელს უკვე მეორედ იქნება SBC Regulations Summit Tbilisi. სამიტი, რეგიონის მასშტაბით, Gaming რეგულაციების განხილვას დაეთმობა. ღონისძიების წარმდგენი წელსაც - მსოფლიო ბაზრის ლიდერი Flutter CEE იქნება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის, სლოვენიის, საქართველოს, ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთის, სომხეთის ბაზრის რეგულატორები. მათ საშუალება მიეცემათ გააზიარონ საკუთარი გამოცდილება და აქტიურად განიხილონ მომავალი შესაძლებლობები.

ნიკა გიგაშვილი, SMH Global-ის თანადამფუძნებელი:
“სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი რეგულაციების საკითხი. რეგულატორების ამოცანა მოსახლეობაზე ზრუნვა და ქვეყნის განვითარებაა, რომელშიც სექტორს საკმაოდ დიდი კონტრიბუციის შეტანა შეუძლია. SBC Regulations Summit Tbilisi 2025-მა რეგიონს უნიკალური პლატფორმა შესთავაზა, სადაც რეგულატორებს აქვთ ინფორმაციის გაცვლისა და ერთმანეთთან დაკავშირების სივრცე. ასევე, ლიცენზირებულ ოპერატორებს ეძლევათ საშუალება ჩაერთონ აღნიშნულ დისკუსიებში, რადგან მათი სურვილი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და პროცესებში დახმარებაა. წელს სამიტი უფრო მასშტაბურად ბრუნდება და უკვე 15-ზე მეტი ქვეყნის რეგულატორებს უმასპინძლებს.”
ლაშა მაჭავარიანი, SMH Global-ის დანფუძნებელი:
„საქართველო ეტაპობრივად იმკვიდრებდა თავს, როგორც რეგიონული ცენტრი iGaming ინდუსტრიისა და სპორტული ბიზნესის მიმართულებით. SBC Summit Tbilisi 2025-ის მესამედ გამართვამ და მონაწილეთა რეკორდულმა რაოდენობამ ნათლად დაადასტურა როგორც ღონისძიებისადმი, ისე რეგიონისადმი საერთაშორისო ინტერესის ზრდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო iGaming ინდუსტრიის ჰაბია რეგიონში. 2026 წელს სამიტი კიდევ უფრო გაფართოებული ფორმატითა და ახალი შესაძლებლობებით ბრუნდება.“
რასმუს სოიმარკი, SBC- ის დამფუძნებელი:
„SBC Summit Tbilisi 2026 კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის iGaming და ტექნოლოგიური ინდუსტრიის საკვანძო შეხვედრის წერტილია.
2025 წლის წარმატებულმა ღონისძიებამ ნათლად აჩვენა სამიტის მზარდი მასშტაბი და გავლენა, რის საფუძველზეც 2026 წელს ველოდებით ჩართულობის მინიმუმ 50%-იან ზრდას. სამიტი თბილისში თავს მოუყრის ათასობით მაღალი რანგის საერთაშორისო დელეგატს, წამყვან გლობალურ კომპანიებსა და ადგილობრივი ბაზრის ლიდერებს, რაც ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობების ჩამოყალიბებას.“

საქართველო დღეს არის iGaming ინდუსტრიის ცენტრში, რეგიონალურ ჰაბი iGamig-ისა და სპორტის მიმართულებით. რიგით მესამე, SBC Summit Tbilisi 2025- ზე, დასწრების რეკორდულმა მაჩვენებლმა ნათლად აჩვენა ინტერესი, როგორც სამიტის, ასევე რეგიონის მიმართ. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინდუსტრიის ტრანსფორმაცია შთამბეჭდავია და წლევანდელი სამიტი სწორედ ამ ენერგიის ამსახველი იქნება.
სამიტი ჰპირდება მაღალი დონის გამოფენებს, ღრმა დისკუსიებსა და აქტიური შეთანხმებებს iGaming ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს შორის ევრაზიის მასშტაბით. სამიტი ქართულ კომპანიებს კიდევ ერთხელ აძლევს ურთიერთობის დამყარების განუმეორებელ შესაძლებლობას სექტორის წამყვან კომპანიებთან, პოტენციურ პარტნიორებთან და ინვესტორებთან. ასევე უკვე არსებული კონტაქტისა და თანამშრომლობის მეტად გაღრმავების საშუალებას, სამიტი ხელს უწყობს საქართველოში არსებულ ბიზნესს გლობალურ მასშტაბებზე გასვლაში.
სხვა სიახლეები
2026 წლის პირველ ნახევარში აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ - „ტასჰაბის“ დამფუძნებელი
28.08.2026.18:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ტასჰაბისთვის“ საქმიანობის მიმართულებების გაფართოებითა და ახალი პარტნიორობებით გამოირჩეოდა. „ტასჰაბის“ დამფუძნებელი სერგი გიორგაია Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ტასჰაბისთის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ტასჰაბისთვის მართლაც ძალზედ დინამიკური და გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში შევძელით, რომ პროექტების მართვისა და შეთანხმების პროცესები სრულიად ახალ ეფექტიანობაზე ავყვანეთ. განსაკუთრებით მეამაყება, რომ არქიტექტურული და ურბანული პროექტების მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების ვადები მაქსიმალურად შევამცირეთ - ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მიღწევა რეკორდულ, 1-თვიან ვადაშიც კი შევძელით, რაც ჩვენი სფეროსთვის ძალიან დიდი შედეგია.
ამასთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე (გრგ) მუშაობის მასშტაბები. მომსახურებების სპექტრიც მნიშვნელოვნად გავამდიდრეთ - აქტიურად ვმუშაობთ ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორებიცაა დენდროლოგიური პროექტები, სატრანსპორტო კვლევები და სატრანსპორტო სქემების შემუშავება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სრულიად ახალ, საინტერესო სფეროს შევეჭიდეთ - დავიწყეთ პარკებისა და სკვერების დაპროექტება, რაც ქვეყნის მწვანე ურბანულ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პარალელურად, აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ.
ასევე, დიდი რესურსი ჩავდეთ სამშენებლო და არქიტექტურული კანონმდებლობის, მიწის ნაკვეთების გამიჯვნისა და ზონირების რთული კეისების იურიდიულ-ტექნიკურ მხარდაჭერაში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ექვსი თვე იყო პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ტასჰაბი არის სწრაფი, სანდო და მრავალმხრივი პარტნიორი.
როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?
ბაზარზე დღეს რამდენიმე ძალიან მკაფიო და საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რაც ჩვენს სფეროში - ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურაში - მუშაობას კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის.
პირველი, რაც თვალში საცემია, კომპლექსური ურბანული დაგეგმარებისკენ სწრაფვაა. ქაოსური ან ფრაგმენტული მშენებლობების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. დღეს დეველოპერებიც და მუნიციპალიტეტიც ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს). ბაზარს სჭირდება გამართული, წინასწარ გათვლილი კონცეფციები, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, გამწვანება და სოციალური სივრცეები.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია სატრანსპორტო კვლევებისა და დენდროლოგიის განსაკუთრებული პრიორიტეტულობაა. პროექტის შეთანხმებისას ეს აღარ არის უბრალოდ „დამატებითი დოკუმენტები“ - ეს არის საკვანძო მოთხოვნა. ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია და არსებული თუ ახალი მწვანე ნარგავების მაქსიმალური დაცვა/ინტეგრირება უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე წყვეტს მის ბედს.
ასევე, ძალიან გაიზარდა ინტერესი საზოგადოებრივი სივრცეების, პარკებისა და სკვერების დაპროექტების მიმართ. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა „მწვანე ურბანიზმზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ზონები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიან, თანამედროვე და ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს.
და ბოლოს, კანონმდებლობის გამკაცრება და პროცესების ბიუროკრატიული კომპლექსურობა. სამშენებლო და ურბანული რეგულაციები სულ უფრო სპეციფიკური ხდება (მაგალითად, კოეფიციენტების, მიწების გამიჯვნისა თუ ზონირების ნაწილში). ამის გამო, დამკვეთებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის არსებობა, ვისაც შეუძლია ტექნიკური და იურიდიული მხარეები ერთ სივრცეში, კომპლექსურად და სწრაფად მართოს.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპანიის მასშტაბირებაზე იქნება, რათა არსებული წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ პროექტებსა და პარტნიორობებს მოვარგოთ.
პირველ რიგში, აქტიურად ვზრდით თანამშრომლობის არეალს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით უცხოურ წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით, რათა გლობალური მასშტაბის პროექტები და გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ადგილობრივ რეალობასთან.
ამასთან ერთად, ვზრდით ტასჰაბის გუნდსაც, რათა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შევინარჩუნოთ ის მაღალი ტემპი და ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა „ერთფანჯრიან პრინციპს“ - სადაც დამკვეთი იღებს სრულყოფილ სერვისს საწყისი ურბანული ანალიზიდან, დენდროლოგიითა და სატრანსპორტო კვლევებით დაწყებული, რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერითა და საბოლოო შეთანხმებით დამთავრებული. წლის ბოლომდე სწორედ ამ სრული ციკლის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და დახვეწაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი.
როგორია თქვენი საერთაშორისო / ადგილობრივი თანამშრომლობა ხომ არ გაქვთ სიახლეები ამ ნაწილში?
ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სწორედ ის ძრავია, რაც ტასჰაბს ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს.
ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ურთიერთობები უკვე გასცდა სტანდარტულ, პროექტზე დაფუძნებულ ფორმატს. დღეს დეველოპერულ სექტორთან და ინვესტორებთან გრძელვადიან, სტრატეგიულ ალაიანსებს ვაყალიბებთ, სადაც ტასჰაბი ინიციატივების პირველივე ეტაპიდანვე ერთვება, როგორც გადაწყვეტილების მიმღები და რისკების დამზღვევი პარტნიორი.
ხოლო საერთაშორისო მიმართულებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ - უცხოურ წამყვან არქიტექტურულ და გეგმარებით ბიუროებთან უკვე კონკრეტულ შეთანხმებებზე მიდის მუშაობა. ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საიმედო ხიდს ქართულ რეალობასთან: ვუზრუნველყოფთ გლობალური არქიტექტურული კონცეფციების სრულ ადაპტაციას ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზონირებასთან და ურბანულ კონტექსტთან. ეს პარტნიორობა ერთის მხრივ უცხოურ ჯგუფებს უმარტივებს ბაზარზე შემოსვლას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ არქიტექტურულ გარემოში სრულიად ახალი მასშტაბის პროექტების იმპორტს უწყობს ხელს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?
წლის შედეგებს ძალიან ოპტიმისტურად და, ამავდროულად, მკაფიო პრაგმატიზმით ვუყურებთ. წლის პირველი ნახევრის დინამიკამ გვიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგია სრულიად გამართლებულია და ტასჰაბი ბაზარზე მკვიდრდება, როგორც შეთანხმებისა და პროექტირების მთავარი ჰაბი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლის მეორე ნახევარში გველოდება, სრულიად ახალ სამუშაო სივრცეში გადასვლაა. ახალი ოფისი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, შევქმნათ იდეალური გარემო გუნდისთვის და ბევრად მასშტაბურ პროექტებსა თუ პარტნიორობებს ვუმასპინძლოთ.
საბოლოო ჯამში, გვინდა 2026 წელი დავასრულოთ ისეთი პორტფოლიოთი და რეპუტაციით, სადაც თითოეული შესრულებული პროექტი - იქნება ეს არქიტექტურა, გრგ, დენდროლოგია, სატრანსპორტო კვლევა თუ ახალი საზოგადოებრივი სივრცე - ქვეყნის სწორი და მდგრადი ურბანული განვითარების ხარისხის სტანდარტად იქცევა.