მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

„თბილისი ფუდ-გენი“ ყოველწლიურად ჩატარდება - ვახტანგ ლომჯარია

news image
mbc image

„თბილისი ფუდ-გენი“ ყოველწლიურად ჩატარდება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. 

„ძალიან საინტერესო ფესტივალები გვქონდა ბოლო ორი შაბათ-კვირის განმავლობაში. ასევე, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამასაც მიმოვიხილავ. გუშინ დასრულდა „თბილისი ფუდ-გენი 2026“.

შაბათ-კვირას პირველად გაიმართა ეს ფესტივალი და მომავალშიც ტრადიციული იქნება, მუდმივად გაძლიერდება, განვითარდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება. წარმოუდგენლად დიდი ინტერესი დაიმსახურა. მიუხედავად ამინდის გარკვეული ცვალებადობისა, პირველ დღეს მომარაგებული ორი დღის მარაგიც კი ოპტიმისტურად და პესიმისტურად შეფასებული მეწარმეების მიერ ფაქტობრივად საღამოს უკვე თითქმის ყველას გაყიდული ჰქონდა, ამოიწურა და იქ შეიქმნა მეორე დღისთვის სამზადისთან დაკავშირებული შფოთი. იყო ძალიან საინტერესო სანახავი. შეიქმნა მთელი რიგი კულინარიული და გასტრონომიული ფეიერვერკები და კულტურის მასტერკლასები, რაც კარგია. ჩვენ გვქონდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილიც, გვქონდა სემინარებიც, მასტერკლასებიც და, პლუს, ადგილზე კეთდებოდა ყველაფერი, რისი დაგემოვნებაც ადგილზე შეიძლებოდა და ის, რისთვისაც შეიძლება მთელი საქართველო მოიარო, რომ დააგემოვნო, შეიძლებოდა ერთ ადგილზე, ერთ მოედანზე, ორბელიანზე, გაგვესინჯა.

გუშინ კარგი გამოხმაურება ჰქონდა როგორც მოსახლეობისგან, ასევე ტურისტებისგან და თვითონ ადგილზე მოსული დაინტერესებული პირებისგან. მომხმარებლებიც კი მეტყველებდნენ იმაზე, თუ როგორი საინტერესო რამ ხდებოდა. მათ შორის საინტერესო ის არის, რომ საკმაოდ ძლიერ წვიმაშიც კი, ქოლგებით ხელში, იდგნენ და არ ტოვებდნენ ადგილს, რომ მასტერკლასი ბოლომდე ენახათ სხვადასხვა პროდუქტებთან დაკავშირებით. მაგრამ შაბათს შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა ასე თუ ისე მაინც გამოდარების კუთხით.

ჩვენ პირველ რიგში ის გვიხარია, რომ ეს, ერთი მხრივ, კარგი იყო როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, პატარა მეწარმეებისთვის, რომლებიც ახლა ვითარდებიან. შეიძლება ზოგს ახლად შექმნილი ობიექტი აქვს, ზოგს ობიექტი საერთოდ არ აქვს და მარტო ფესტივალებზე გამოდის. მათ ძალიან ეწყობათ ხელი, იმიტომ რომ ჩვენთან არ იხდიან არც ფართთან დაკავშირებულ იჯარას, არც ელექტროენერგიისა და დასუფთავების ხარჯებს. ყველაფერს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, ორგანიზებაც ჩვენია და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მათთვის ხელშეწყობაა.

ამას გარდა, ჩვენ ვზრუნავთ იმაზეც, რომ თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის გვქონდეს ადგილი, სადაც შეიძლება მიხვიდე და გემრიელად დააგემოვნო მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად ქართული კულინარიის სხვადასხვა შედევრი და, თან, საუკეთესო შესრულებით. რაც მთავარია, ჩვენ მოწვეული გვყავდა, თუ ვინმე საუკეთესო იყო, ისინი სხვადასხვა ობიექტებიდან. დაწყებული მესხური ხაჭაპურის ცომის გაშლის წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობიდან, დამთავრებული კუბდარით, გურული ბრინჯულათი თუ იმერული ხაჭაპურით კეცზე, თუ სხვა კერძებით, ჩვენ ნამდვილად საინტერესო სანახაობა გვქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად მაინც ასე თუ ისე ცომეული იყო, უზარმაზარი მრავალფეროვნება გვქონდა და ძალიან მოხარული ვართ, რომ ესეთი წარმატებული გამოდგა პირველი ღონისძიება. შემდეგ წლებში კიდევ უფრო განვავითარებთ და უფრო საინტერესო ელემენტებს შევძენთ, რაც დაეხმარება როგორც ბიზნესს განვითარებაში, ასევე იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის საყვარელი ადგილი, რომ მიხვიდე და დრო სასიამოვნოდ გაატარო.

წელიწადში მხოლოდ ერთ ღონისძიებას ვგეგმავთ ამ ეტაპზე. ამისგან განსხვავებით, „გაუსინჯე თბილისს გემო“, რომელიც წინა შაბათ-კვირასაც გვქონდა, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით გვექნება ამ შაბათ-კვირასაც. პარასკევი-შაბათი-კვირა, პირველიდან 11 საათამდე, ვგეგმავთ, რომ ორბელიანზე - თუ ადრე დედაენის ბაღში იყო ახლა დავტოვეთ ფუდ-გენის ადგილზე, ანუ ორბელიანის მოედანზე, იმიტომ რომ ტურისტული ნაკადიც საკმაოდ კარგი იყო და მისადგომადაც, როგორც დავინახეთ, უფრო მარტივი გამოდგა მოსახლეობისთვის.

პირველიდან ღამის 11:00 საათამდე გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე ეგრეთ წოდებული ქუჩის საკვები ვცადოთ, გვინდა ვნახოთ, აქ როგორი გამოგვივა.
რაც შეეხება მიკრო და მცირე ბიზნესს, ძალიან გვიხარია. პირველ რიგში, ეს გვიხარია, რომ იქ მნიშვნელოვან შემოსავალს პოულობს ბიზნესი, რომელიც მერე ისევ ადგილობრივ ეკონომიკაში ბრუნდება, ასაქმებს ადამიანებს, იყიდება მთელი რიგი პროდუქტები, რომლებიც იქ შექმნილი საბოლოო პროდუქტებისთვის არის საჭირო. მოხარული ვართ, მოკლედ, რომ გიმასპინძლოთ ყველას, როგორც თბილისელებს, ასევე თბილისის სტუმრებს, ადგილზე“, - აცხადებს ვატანგ ლომჯარია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, ბიზნესებს წარმოების ზრდასა და უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაში დავეხმაროთ - თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი

28.10.2026.21:29

ჩვენი მიზანია, ბიზნესებს წარმოების ზრდასა და უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაში დავეხმაროთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. 

„მეორე ფაზა უკვე დასკვნით ეტაპზეა, ფაქტობრივად. ჩვენ უკვე გვყავს 80-მდე ბენეფიციარი. ნაწილმა უკვე მიიღო თანხა, ნაწილი მიიღებს ამ თანხას, ხოლო იმ კომპანიების 19 კომპანიის შემთხვევაში, რომლებიც შარშანაც დაფინანსდნენ, გასულ წელს მიღებული დაფინანსების შედეგები გვინდა ვნახოთ ნოემბრამდე. ნოემბერში კი უკვე მათი ბედი გადაწყდება რამდენად მიიღებენ კიდევ ერთხელ დაფინანსებას. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ბიზნესმა რამდენიმე დაფინანსება მიიღოს, თუმცა გვინდა, შედეგი ვნახოთ და ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამ პროგრამას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამატებული ღირებულების შექმნა, პროდუქციის შემდგომი დამუშავება. ამ პროცესში იქმნება როგორც დასაქმება, ასევე დამატებითი სარგებელი და პროდუქტი, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის. ძალიან გვინდა, რომ ამას ხელი შევუწყოთ.
ჩვენი მიზანია, ბიზნესებს დავეხმაროთ როგორც წარმოების რაოდენობის ზრდაში, ასევე წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაში, ან ორივეში ერთად. არის დანადგარები, რომლებიც ბიზნესს ეხმარება, რომ მეტი პროდუქცია და უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. სწორედ ამ მიმართულებით მივისწრაფვით პატარა ბიზნესებს ამ კუთხით დავეხმაროთ.

ერთი სიახლეც გვაქვს, ბარემ დავაანონსოთ: შემდეგ კვირაში ამას თბილისის მთავრობაზეც გამოვაცხადებთ. თუკი აქამდე საუბარი გვქონდა ნახევარ მილიონიან ბრუნვაზე, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ წელსვე დაინერგოს ჩვენი დახმარების შესაძლებლობა მილიონამდე ბრუნვის შემთხვევაშიც. ასე რომ, უფრო დიდ ბიზნესებსაც შეეძლებათ ამ დაფინანსებასთან, ამ სუბსიდიასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთება“, - აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა