„თბილისი გარდენსის“ ელექტრიფიკაცია „საქკაბელის“ პროდუქციით ხორციელდება
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია, „საქკაბელი“, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექს „თბილისი გარდენსთან“ თანამშრომლობას განაგრძობს. პარტნიორობის ფარგლებში, კომპლექსის ელექტრიფიკაცია „საქკაბელის“ მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ხორციელდება.
მრავალწლიანი ხეებით გაშენებულ 21 000 კვ.მ-ზე გაშლილ პარკში მდებარე „თბილისი გარდენსი“ სამ თაუერს აერთიანებს. ამერიკული NFPA სახანძრო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, როგორც საცხოვრებელ, ასევე საპარკინგე, ტექნიკურ და საერთო მოხმარების სივრცეებში (როგორიცაა დერეფნები და ლიფტები) ელექტროგაყვანილობის სამუშაოები „საქკაბელის“ პროდუქციით მიმდინარეობს.
„უსაფრთხოება „თბილისი გარდენსის“ უმთავრესი პრიორიტეტია, „საქკაბელის“ პროდუქცია კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიზნის მიღწევაში, ვინაიდან კომპანიას ზურგს საკაბელო წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება უმყარებს. უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მეორე თაუერის ელექტრიფიკაცია „საქკაბელთან“ პარტნიორობით განვახორციელეთ - სხვადასხვა დასახელების საკაბელო პროდუქციასთან ერთად, ობიექტის ქვესადგურები, კერძოდ საშუალო და დაბალი ძაბვის კარადები “Schneider Electric”-ის პროდუქციით დავაკომპლექტეთ. პროდუქციამ სრულად დააკმაყოფილა საპროექტო მოთხოვნები და შესაბამისად, მესამე თაუერის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებიც „საქკაბელის“ მიერ წარმოებული სამონტაჟო, ძალოვანი, ჰალოგენის არ შემცველი და ხანძარმედეგი კაბელებით ხორციელდება. კაბელების ნაწილი, რომელიც საკაბელო კონსტრუქციებზე არ მონტაჟდება, დამატებითი უსაფრთხოებისთვის,,საქკაბელის’’ გოფრირებულ მილებში თავსდება. მოხარული ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა „თბილისი გარდენსის“ მობინადრეებისათვის უზრუნველვყოთ უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და ამავდროულად, მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას“, - აცხადებს პროექტის მენეჯერი ვახტანგ დათუკიშვილი.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.