მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისი HR Congress 2025-ს მასპინძლობს - ყველაზე მასშტაბური კონგრესი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში

news image
mbc image

10 ოქტომბერს, სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში საქართველოში ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის (HRPA Georgia) ორგანიზებით HR Congress 2025 გაიმართება, რომელიც ადამიანური რესურსების სფეროში ყველზე დიდი მასშტაბის ღონისძიებაა. 

კონგრესის თემაა HR & OD სტანდარტები, და ის ფოკუსირდება ორ მთავარ მიმართულებაზე:

  • ინდივიდუალური პროფესიული აღიარება: გლობალური HR სერტიფიცირება

კონგრესის მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო HR სერტიფიცირების მნიშვნელობას კარიერული ზრდისთვის. ღონისძიებაში ჩაერთვებიან წამყვანი გლობალური მასერტიფიცირებელი ინსტიტუციების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაც აუდიტორიას მისცემს უპრეცედენტო წვდომას გლობალური HR სტანდარტების შემქმნელებთან.

  • ორგანიზაციული აღიარება: გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა

ღონისძიების მონაწილეები უშუალოდ გაეცნობიან უმსხვილესი მასერტიფიცირებელი ინსტიტუციების წარმომადგენლებს საკუთარი ორგანიზაციების აღიარებისა და განვითარების ახალ საფეხურზე გადასაყვანად.

კონგრესი მიზნად ისახავს როგორც ინდივიდუალური HR პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე ორგანიზაციების განვითარებას თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

ღონისძიება დიდ შესაძლებლობას აძლებს HR სფეროს წარმომადგენლებს. მათ საშუალება ექნებათ გაეცნონ გლობალურ ტრენდებს, გაიღრმავონ პროფესიული კავშირები და იმუშაონ სტრატეგიებზე, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

HR Congress 2025-ზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე შეხვდნენ  დარგის ისეთ  წამყვან, გლობალურ ექსპერტებს, როგორებიც არიან: 

დეივიდ დი'სუზა - ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გლობალური HR გაერთიანების - CIPDის - პროფესიის განვითარების დირექტორი.

ზაჰიდ მუბარიქი - ISO სტანდარტების თანა-ავტორი, საერთაშორისო დონის ექსპერტი ექსკლუზიურად HR Congress 2025-ისთვის მთავარ სცენაზე განიხილავს ISO სტანდარტებს ადამიანური კაპიტალის ანგარიშგებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით.

რაც ასევე  ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულ HR ისტორიაში პირველად, HR კონგრესი აღიარებულია HRCI-ის მიერ. სერტიფიცირებული HR პროფესიონალები კონგრესში მონაწილეობით მოიპოვებენ გლობალურ პროფესიულ კრედიტებს, რაც მნიშვნელოვანი წინაგადმული ნაბიჯია როგორც საერთაშორისო, ასევე ადილობრივი წარმატებული HR კარიერისთვის.

HR Congress 2025 განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, რომელიც ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით არის დაინტერესებული.

კონგრესის მიზნობრივი აუდიტორია მოიცავს:

HR მენეჯერებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რომელთათვისაც პრიორიტეტულია პროფესიული ზრდა და საერთაშორისო სერტიფიცირება;

აღმასრულებელ დირექტორებს (CEO), მმართველი საბჭოს წევრებსა და ბიზნესის მფლობელებს, რომლებიც ისწრაფვიან თავიანთი ორგანიზაციების გლობალური აღიარებისა და სტრატეგიული განვითარებისთვის;

BPO სერვისების პროვაიდერებსა და საკონსულტაციო კომპანიებს, რომლებსაც სურთ თავიანთი მომსახურება საერთაშორისო დონეზე გაიტანონ;

და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს HR კარიერული გზის ან ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობების უკეთ გაცნობა.

კონგრესზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ. ბილეთების შესაძენად დააჭირეთ აქ:

შეუერთდით 500-ზე მეტ HR პროფესიონალსა და ბიზნეს ლიდერს. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება შენი გლობალური HR მომავალი და ორგანიზაციის მდგრადი წარმატება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა