თბილისში ლეგენდარული Planet Hollywood შემოდის
„ორბი ჯგუფისა“ და „ბლოკ ჯგუფის“ ერთობლივი ძალისხმევით, ლას-ვეგასში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, Planet Hollywood საქართველოში, კერძოდ, „ცენტრალ პარკ თაუერსის“ (Central Park Towers) პროექტში შემოდის. ეს ისტორიული შეთანხმება თბილისს რეგიონის მთავარ მიზიდულობის ცენტრად აქცევს.
რა არის ინტეგრირებული რეზორტი? „ცენტრალ პარკ თაუერსი“ წარმოადგენს რეგიონში პირველ ინტეგრირებულ რეზორტს, სადაც ერთ სივრცეში გართობა, დასვენება, გასტრონომია და შოუბიზნესია გაერთიანებული. კომპლექსი მოიცავს:
ორ ბლოკს: ერთში განთავსდება 5-ვარსკვლავიანი Radisson Blu, ხოლო მეორეში - ლეგენდარული Planet Hollywood.
12 საერთაშორისო ბრენდს: მათ შორის Beefbar (მონტე-კარლო), Chateau Mate (ლონდონი), Roberto’s (დუბაი), Angelina (პარიზი), Harvey Nichols (ლონდონი) და სხვა.
მოლი: პირველი, საერთაშორისო დეფართამენთ-სთორი, 200-ზე მეტი ლუქს ბრენდით.
რეგიონში უდიდესი ივენთ-ჰოლი: 4000 ადამიანზე გათვლილი მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც წელიწადში 150-ზე მეტ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს.
საინვესტიციო შესაძლებლობა - ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ არა უბრალოდ აპარტამენტი, არამედ -უშუალოდ, Planet Hollywood-ის და Radisson Blu-ს სასტუმრო ნომერი. ნომრის მფლობელი ხდება ბიზნესის მეწილეც და მონაწილეობს მოგების განაწილებაში. პირველი 100 ნომრის შეძენისას კი სპეციალური ფასი და გადახდის პირობები მოქმედებს.
ეკონომიკური გავლენა და ვადები - Planet Hollywood-ის დამფუძნებლის, რობერტ ერლის განცხადებით, ბრენდმა საქართველო სწორი ლოკაციის, მშენებლობის მაღალი ხარისხისა და საიმედო პარტნიორობის გამო შეარჩია.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას და შექმნის მინიმუმ 2000 ახალ სამუშაო ადგილს.
ამჟამად დასრულებულია ორივე ბლოკის კარკასული სამუშაოები და მიმდინარეობს შიდა მოპირკეთება. კომპლექსის სრული ინფრასტრუქტურით გახსნა კი 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.
აგრეთვე, ქვემოთ შეგიძლიათ, გაეცნოთ სიახლეებს:
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.