Tbilisi Mall-ის რენოვაცია იწყება
Tbilisi Mall-ის რენოვაცია იწყება. აღნიშნული პროექტის სრულ მენეჯმენტს LSG Solutions-ი უხელმძღვანელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Metta • მეტტა აწარმოებს.
რენოვაციის ფარგლებში განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ჯამში ოთხ სართულს მოიცავს; გაუმჯობესდება განათების სისტემა და ინტერიერი.
რენოვაციის პროცესში დაცული იქნება ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც "თბილისი მოლს" მისცემს სრულყოფილად ფუნქციონირების და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას. ძირითადი სამუშაოები ჩატარდება ღამის საათებში.
ვრცლად LSG Solutions-ის პროეტების შესახებ https://bit.ly/48jo1cM
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.