მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

TBILISI OPEN AIR 2026 - რეგიონის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი | კოკა-კოლა ფესტივალის პარტნიორია

news image
mbc image

4-5 ივლისს Lisi Wonderland-ი რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს - Tbilisi Open Air 2026-ს - უმასპინძლებს. წელს ფესტივალი საიუბილეოა და უკვე მე-15 აერთიანებს მუსიკის, ხელოვნების, თავისუფლებისა და მრავალფეროვანი კულტურის მოყვარულებს. ორი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ი ქართველი და საერთაშორისო არტისტების, საინტერესო კოლაბორაციებისა და მულტიკულტურული გამოცდილების ცენტრად გადაიქცევა. ფესტივალის კარი 4 ივლისს, 14:00 საათზე გაიღება.

კოკა-კოლა - Tbilisi Open Air 2026-ის პარტნიორია. კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ათწლეულებია მხარს უჭერს ისეთ მასშტაბურ კულტურულ, მუსიკალურ და სპორტულ ღონისძიებებს, რომელიც ადამიანებს საერთო ემოციების, ახალი გამოცდილებისა და პოზიტიური განწყობის გარშემო აერთიანებს. კომპანიისთვის მსგავსი მასშტაბის ფესტივალის მხარდაჭერა კულტურისა და მუსიკის განვითარებასა და ხელშეწყობას ნიშნავს.

Tbilisi Open Air 2026-ის ორ დაუვიწყარ დღეს, კოკა-კოლა სტუმრებს განსაკუთრებული საფესტივალო სივრცით უმასპინძლებს. კოკა-კოლას ზონის დამსწრეებს მთელი დღის განმავლობაში ზაფხულის განწყობა, სახალისო აქტივობები, ინტერაქტიული გათამაშებები და გართობა ელოდებათ. კოკა-კოლა მიქს ბარი (Coca-Cola Mix Bar) ფესტივალის სტუმრებსა და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს კოკა-კოლას საავტორო კოქტეილები დააგემოვნონ. Lisi Wonderland-ში, ფესტივალის ტერიტორიაზე მსოფლიო ბრენდი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება წარმოდგენილი, იმისათვის რომ სტუმრებმა ბრენდის აქტივობებში ჩართვა მარტივად შეძლონ. აქტივობაში ჩართულ ყველა მონაწილეს კოკა-კოლასგან სხვადასხვა დასახელების ბრენდირებული საჩუქრები და კოქტეილები ელოდება. კოკა-კოლას ზონები Tbilisi Open Air 2026-ს კიდევ უფრო ენერგიულსა და დაუვიწყარს გახდის.

ფესტივალის მუსიკალური ნაწილი წელსაც რამდენიმე სცენაზე გადანაწილდება. მათ შორის, 10 წლის იუბილეს აღნიშნავს ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური სივრცე - Zion Garden-ი. წლევანდელი გამოშვების ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სივრცეში Mzesumzira Stage-ის გამოჩენაა, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრი გახდება. ფესტივალის მთავარ სცენას (Main Stage) კი უცხოელ ჰედლაინერებთან - Slowdive, Hooverphonic, Molchat Doma და სხვებთან ერთად, 4 ივლისს, აქტუალური ქართველი არტისტები და ტრადიციულად პროექტის, TBILISI NEWCOMERS წლევანდელი გამარჯვებული, ბენდი OCD! გახსნის.

Tbilisi Open Air 15 წელია მუსიკალურ ჩარჩოებს სცილდება და დამსწრეებს სრულფასოვან ეკოსისტემას სთავაზობს. წლევანდელ სივრცეში მუსიკის მიღმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა გაერთიანდება:

• მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენება: ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ტერიტორიაზე სპეციალური საფეხბურთო ზონა მოეწყობა, სადაც დიდ ეკრანზე მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩების ერთობლივი ყურება იქნება შესაძლებელი; კოკა-კოლა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გლობალური პარტნიორი და ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რაც ამ საფეხბურთო სივრცეს კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
• ნატურალური ღვინის ფესტივალი / Supernatural Natural Wine Festival: ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ნატურალური ღვინის ფესტივალი, სადაც სტუმრები საუკეთესო ქართული მარნების პროდუქციას დააგემოვნებენ;
• თავისუფლების სოფელი / Freedom Village: გასართობი და შემეცნებითი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში;
• მრავალფეროვანი ზონები: ტერიტორიაზე მოეწყობა კემპინგის ზონა, კვების ობიექტები, მარკეტი და სხვადასხვა გასართობი სივრცეები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა