მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Tbilisi Oriental ნექსთის ახალი პროექტი ორთაჭალაში

news image
mbc image

NEXT 2018 წელს დაარსებული ქართული დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც მოკლე დროში საერთაშორისო ბრენდის სახე შექმნა და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

დღეს ნექსთი წარმატებულ პროექტებს სამ კონტინენტსა და 6 ქალაქში ახორციელებს: ბათუმში, თბილისში, დუბაიში, ნაირობიში, მარბეიასა და ზანზიბარში. თბილისის ბაზარზე კომპანიამ ოპერირება ახლახან დაიწყო, დედაქალქში ნექსთს განსაკუთრებით დიდი და ამბიციური გეგმები აქვს.

კომპანიის პორტფოლიო 420,000 მ²-ზე მეტ საცხოვრებელ, სასტუმროსა და კომერციულ სივრცეს მოიცავს. NEXT-ის გამოცდილება და ფინანსური სტაბილურობა საერთაშორისო ინვესტორებს აძლევს წვდომას მაღალშემოსავლიან ტურისტულ პროექტებზე, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიულ ბაზრებზე.

თბილისის არქიტექტურულ პანორამას უახლესი მრავალფუნქციური, თანამედროვე შენობა დაემატება Tbilisi Oriental by NEXT. 21-სართულიანი კომპლექსი გამორჩეული გეომეტრიული ფორმებითა და თანამედროვე სტილით ორთაჭალის ისტორიულ უბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

შენობის აღწერილობა

Tbilisi Oriental სამ ძირითად ნაწილად იყოფა:

  • პოდიუმი – პირველ ორ სართულზე განთავსდება რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და კომერციული სივრცეები.

  • ოფისები – პოდიუმის ზედა ორ სართულზე იქნება თანამედროვე საოფისე გარემო.

  • საცხოვრებელი ზონა – დარჩენილი 17 სართული მთლიანად დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეს.

ასევე, შენობის მიწისქვეშა ორ სართულზე მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მაცხოვრებლების, ვიზიტორებისა და პერსონალის საჭიროებებს.

ადგილმდებარეობა

პროექტი განთავსებულია ორთაჭალაში, მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების გზაგასაყარზე. მისი უნიკალური ლოკაცია უზრუნველყოფს 360-გრადუსიან ხედებს ძველ თბილისსა და მტკვარზე. ყველა ბინას ექნება ფართო აივანი, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას მისცემს დატკბნენ ქალაქის პანორამული სილამაზით.

არქიტექტურული სტილი

შენობის არქიტექტურა შექმნილია High-tech სტილში – ინდუსტრიული ჟანრის თანამედროვე გაგრძელება. აქცენტი გაკეთებულია რკინის ელემენტებზე, რომლებიც ტრადიციულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასთან ერთად შენობას სიძლიერესა და ვიზუალურ სიმსუბუქეს სძენს. Tbilisi Oriental ამ მხრივ პიონერული პროექტია საქართველოში და მნიშვნელოვან არქიტექტურულ ღირებულებას მატებს ქალაქს.

შთაგონება

High-tech სტილის შერჩევა განაპირობა შენობის მიმდებარე არსებულმა ინდუსტრიულმა შენობებმა და გარემომ, კერძოდ ორთაჭალის ჰესმა, რომელიც თავის მხრივ ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის შედევრს წარმოადგენს.

გავლენა

Tbilisi Oriental თავისი მრავალფუნქციური ხასიათით არა მხოლოდ მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტია, არამედ ეკონომიკური განვითარების სტიმულიც, რადგან მის ფარგლებში არსებული კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები გააძლიერებს არეალის ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობას.

მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ საიტს - https://next-property.com/ 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა