თბილისი Technogym Education Days-ის მასპინძელი გახდა
24-25 ივნისს თბილისში, Gold’s Gym-ში, გაიმართა Technogym Education Days - საერთაშორისო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის პირველად სწორედ საქართველოში ჩატარდა.
ორდღიან პროგრამას ქართველი და აზერბაიჯანელი ფიტნეს ტრენერები, სპორტისა და ველნეს ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა მსოფლიო დონის ექსპერტებისგან მიიღეს ცოდნა თანამედროვე სავარჯიშო მეთოდოლოგიების, გამძლეობის განვითარების, ხელოვნური ინტელექტისა და ფიტნეს ტექნოლოგიების შესახებ.

ღონისძიების მთავარი სპიკერები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული გამძლეობის მწვრთნელი კრის ჰინშოუ და Technogym-ის გლობალური მასტერ ტრენერი ლევინ თაჰმაზი, რომლებმაც მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილება და ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციები გაუზიარეს.

„ჩვენთვის Technogym მხოლოდ აღჭურვილობა არ არის, როდესაც ცოდნა, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთ სივრცეში ერთიანდება, იქ იწყება ინდუსტრიის რეალური განვითარება. სწორედ ამ ხედვას ემსახურებოდა საქართველოში გამართული Technogym Education Days, სადაც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინდუსტრიის განვითარების მნიშვნელობას", - აცხადებს მამუკა ქერიმოვი Technogym Georgia-ს გენერალური მენეჯერი.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების, თანამედროვე ფიტნეს განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გაზიარება ადგილობრივი და რეგიონული ფიტნეს პროფესიონალებისთვის. პროგრამა აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სესიებს და მოიცავდა თანამედროვე ფიტნეს ტრენდებს, პერსონალიზებული ვარჯიშის სისტემებს, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას ფიტნეს ინდუსტრიაში.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო Technogym Team Go-ს პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე უფრო პერსონალიზებულ სავარჯიშო გამოცდილებას ქმნის. ასევე წარმოდგენილი იყო Group Cycle ეკოსისტემა, რომელიც რეალურ დროში მონაცემების, ინტერაქციული ფუნქციებისა და თანამედროვე მოტივაციური ინსტრუმენტების საშუალებით ჯგუფურ ვარჯიშებს სრულიად ახალ გამოცდილებად აქცევს.

Technogym Education Days-ის თბილისში ჩატარება მნიშვნელოვანი აღიარებაა საქართველოს ფიტნეს ინდუსტრიისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონში. მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს უწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, ინოვაციების დანერგვასა და საქართველოს პოზიციონირებას, როგორც ფიტნეს და ველნეს ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს რეგიონში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტა საერთაშორისო საფოსტო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობს
11.09.2026.19:48
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე PostEurop-ისა და PUASP-ის მიერ ორგანიზებულ საფოსტო სექტორის საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 10 - 11 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება.
ღონისძიება საფოსტო სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეგიონიდან აერთიანებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას საერთაშორისო თანამშრომლობისგაძლიერებისა და საფოსტო ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საფოსტო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის, ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს.
„საქართველოს ფოსტის მონაწილეობა საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებებში მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ისე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ საფოსტო ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციებს, გავუზიაროთ პარტნიორებს ჩვენი გამოცდილება და ერთად ვიმსჯელოთ სექტორის განვითარების სამომავლო გეგმებზე“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.