Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა
იგლ ჰილს საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული ეტაპი აღნიშნა. მტკვრის სანაპიროზე მშენებარე მრავალფუნქციური ფლაგმანური პროექტის - Tbilisi Waterfront გაყიდვების ახალი ფაზა Meadows-ის ფარგლებში წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა. 10 ივნისს სარეალიზაციოდ გამოტანილი თაუნჰაუსები და ვილები, წინა ეტაპების მსგავსად, ერთ დღეში გაიყიდა. გაყიდვების რეკორდული ტემპი პროექტისადმი არსებულ მაღალ ინტერესსა და ნდობაზე მიუთითებს და ასახავს იმ პროგრესს, რასაც Eagle Hills-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის დღიდან მიაღწია.
თბილისის გარდა, იგლ ჰილს საქართველო აქტიურად მუშაობს შავი ზღვის სანაპიროს პრექტზე - Gonio Yachts & Marina. ბათუმთან, 250 ჰექტარი განაშენიანების ცენტრალური ნაწილი, მსოფლიო დონის იახტკლუბი იქნება, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბრენდირებულ რეზიდენციებს, პრემიუმ კლასის სასტუმროებს და სავაჭრო ობიექტებს, მწვანე სივრცეებს, დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.

Gonio Yachts & Marina-ს საქართველოში ზღვისპირა განაშენიანების სრულიად ახალი სტანდარტს დაამკვიდრებს. კომპლექსი თანაბრად მიმზიდველი იქნება როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისა და ინვესტორებისთვის. ამასთან, მისი სახით ბათუმთან ახლოს, ოთხივე სეზონისთვის განკუთვნილი უნიკალური სივრცე შეიქმნება. გონიოს პროექტის გაყიდვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რასაც იგლ ჰილს საქართველო მალე გამოაცხადებს.

Tbilisi Waterfront და Gonio Yachts & Marina პროექტები, ჯამურად, 6.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციაა, რაც ხაზს უსვამს Eagle Hills-ის გრძელვადიან მიზანს, შექმნას გამორჩეული, მასშტაბური კომპლექსები და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
სხვა სიახლეები
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
21.08.2026.10:02
30 აგვისტოს, ნიუ-იორკში ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და გასტრონომიის ფესტივალი ZEIMI გაიმართება. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება და სტუმრებს ქართული კულტურის ერთ სივრცეში გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა.
ფესტივალზე დაგხვდებათ ქართული ღვინო და კერძები, მუსიკა, ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა, საბავშვო ზონა და განსაკუთრებული გარემო, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ფესვებთან დააბრუნებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართულ კულტურას გააცნობს.
ფესტივალის სტუმრებს თიბისისგან არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. აქტივობაში მონაწილეობისთვის წინასწარ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ თიბისის სტენდს, სადაც საინტერესო გამოცდილება დაგხვდებათ.
ZEIMI-ის მთავარი იდეა ქართული დიასპორის გაერთიანებაა - ერთმანეთის გაცნობა, მხარდაჭერა და ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ქართველები საკუთარ კულტურას ერთად აღნიშნავენ. ფესტივალი ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა საკუთარი საქმიანობა ამერიკელ და საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორების მიზანია, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად იქცეს და საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი.
ნიუ-იორკში 30 აგვისტო ეს არის დღე, რომელიც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა გაატაროთ ბრუკლინში სერფ ავენიუ #1904.