Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Eagle Hills-ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი მუჰამედ ალაბარი:
„გამოხმაურება, რომელიც Tbilisi Waterfront-მა მიიღო გამორჩეულია და ნათლად ასახავს საქართველოს ბაზრის სიძლიერესა და საზოგადოების ნდობას ჩვენი პროექტისადმი. თბილისი უნიკალური ქალაქია. ეს პროექტი კი გამოხატავს ჩვენს ხედვას და ვალდებულებას - განვავითაროთ მაღალი ხარისხის პროექტები, რომელიც საზოგადოებისთვის ფასეულ ღირებულებას შექმნის.“
თბილისი, საქართველო - Eagle Hills Georgia-მ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო: „Tbilisi Waterfront“ საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების პირველი ფაზით გათვალისწინებული ერთეულები პირველივე დღეს სრულად გაიყიდა. გაყიდვების დინამიკა, რომელსაც მაღალი მოთხოვნა და მყიდველთა ინტერესი განაპირობებდა, გაყიდვების მეორე დღესაც გაგრძელდა და დამატებით გამოშვებული ერთეულებიც მთლიანად გაიყიდა. გაყიდვების დასაწყისმა ნათლად აჩვენა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისადმი ნდობა.

პროექტის პირველი ფაზა 300-ზე მეტ საცხოვრებელ ერთეულს მოიცავდა და აერთიანებდა პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, თაუნჰაუსებსა და ვილებს მდინარის ხედებით.
საცხოვრებლებთან ერთად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს უმაღლესი კლასის Bristol Hotel-ს, ლუქს ბრენდირებულ რეზიდენციებს, რაც ამ პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და მის პრემიუმ ხარისხს ამყარებს. გასაყიდად გამოტანილი ერთეულების თითქმის 60% ქართველმა მყიდველებმა შეიძინეს.
ეს ფაქტი ადასტურებს როგორც ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესს და რწმენას „Tbilisi Waterfront“-ის, როგორც გამორჩეული საცხოვრებელი პროექტის მიმართ, ასევე თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, პროექტმა საერთაშორისო მყიდველთა ინტერესიც დაიმსახურა, რაც საქართველოსდამი ინვესტორების ნდობასა და პოტენციალზე მიანიშნებს.
საცხოვრებელი სივრცის მიღმა, „Tbilisi Waterfront“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კატალიზატორს როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. დაახლოებით 3.5 მილიარდი აშშ დოლარის საერთო ინვესტიციით, პროექტი გრძელვადიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა და მოსალოდნელია, რომ არსებით წვლილს შეიტანს ეროვნული მშპ-ს ზრდაში, სამშენებლო საქმიანობის, სტუმარმასპინძლობის, საცალო ვაჭრობისა და ქონების მართვის სფეროებში გრძელვადიანი ოპერაციების, ასევე ირიბი ეკონომიკური ეფექტების გზით.
წარმატებული დასაწყისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Eagle Hills-ის პროექტების მნიშვნელობას საქართველოში. „Tbilisi Waterfront“-ის პარალელურად, Eagle Hills Group აგრძელებს პროექტის Gonio Yachts & Marina განვითარებას. 260 ჰექტარზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, უმაღლესი კლასის სასტუმროებს, პარკებსა და მწვანე სივრცეებს. გონიოს პროექტი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაიწყება. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მიუთითებს Eagle Hills-ის გრძელვადიან ვალდებულებას საქართველოში მაღალი ხარისხის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების და სანაპიროს განვითარებებაზე.

სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.