თბილისის და ბათუმის აეროპორტები ნახშირბადის ემისიებზე აკრედიტებულია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Airport Carbon Accreditation Level 2 სერტიფიკატი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა Level 1 სერტიფიკატი მიიღო.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აქტიურად მუშაობს CO2-ის ემისიების შესამცირებლად, შესაბამისად, ჩართულია სათბური აირების ემისიების მართვის მოწინავე პროგრამაში.
„Airport Carbon Accreditation-ის Level 2 ხაზს უსვამს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ძალისხმევას, გაზომოს, მართოს და შეამციროს CO2 ემისიები“ - აცხადებენ TAV Georgia-ში.
Airport Carbon Accreditation არის გლობალური სათბური აირების ემისიების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუციურად დამტკიცებული ერთადერთი პროგრამა აეროპორტებისთვის. ის დამოუკიდებლად აფასებს აეროპორტების ძალისხმევას CO2 ემისიების მართვისა და შემცირების კუთხით, ასევე არის აეროპორტისთვის სპეციფიკური სათბური აირების მართვის ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.