თბილისის „ევროპარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს
თბილისის „ევროპარკი“ ( EUROPARK) ფუნქციონირებას წყვეტს. ინფორმაცია საცურაო კომპლექსის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. .
„გვინდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ თბილისის „ევრო პარკი“ აღარ ფუნქციონირებს. მადლობა ჩვენს თითოეულ ვიზიტორს მრავალწლიანი და დაუვიწყარი მოგონებებისათვის,“ - აღნიშნულია „ევროპარკის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შპს ევროპარკი 2005 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე როლანდ ისაევი ფლობს. დირექტორია იოსებ შავიშვილი.
Business Insider Georgia თბილისის „ევროპარკის“ დახურვის მიზეზებს არკვევს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.