მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მეორე საწყობს აშენებს

news image
mbc image

Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე მეორე საწყობს აშენებს. კომპანია 2020 წლიდან, როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომხმარებელს სრულ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს,როგორიცაა:საბროკერო მომსახურება, სახმელეთო,სარკინიგზო,საჰაერო თუ  საზღვაო გადაზიდვები და ტვირთის დასაწყობება საბაჟო ზონაში. 

2024 წელს კომპანიამ თბილისის გეზთან A კლასის საბაჟო საწყობი ააშენა და დასრულებისთანავე, მზარდი მოთხოვნიდან მიმდებარე გამომდინარე ტერიტორიაზე მეორე საწყობის მშენებლობა დაიწყო. 
ამ ეტაპზე, ახალი საწყობის მშენებლობა 12000 კვადრატულ მეტრზე აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი საწყობში 24000 ევრო პალეტის განთავსება იქნება  შესაძლებელი.

„მოთხოვნა მუდმივად მზარდია, ამიტომ მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად გვინდა შევასრულოთ სამუშაოები,რასაც ადასტურებს საბაჟო საწყობის სრული დატვირთვით მუშაობა,სწორედ ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება ახალი საწყობი, სადაც შესაძლებელი იქნება 24000 ევროპალეტის განთავსება. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აღების შემთხვევაში კვადრატულ მეტრზე საშუალოდ ორი პალეტის ადგილის ტევადობით ისარგებლონ” - განუცხადა Business Insider Georgia-ს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორმა არჩილ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოგისტიკური ცენტრი გეზის ტერიტორიაზე ახალ A კლასის საწყობს აშენებს,რომლის დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა