„თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ 15 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ახალი საწყობი ოქტომბრის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა
„თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, თბილისის ეკონომიკური გაფორმების ზონასთან კომპანიის კიდევ ერთი, 15 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის თანამედროვე სტანდარტების საწყობი შევა ექსპლუატაციაში.
“A კლასის საწყობებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია, თუმცა მთავარი გამოწვევა ალბათ მაინც მასშტაბი და სისწრაფეა, ლოგისტიკაში დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია,ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ტემპს არ ჩამოვრჩეთ და დათქმულ ვადაში დავასრულოთ ყველა პროექტი. ოქტომბრის ბოლოს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის კიდევ ერთი ახალი საწყობი შევა ექსპულატაციაში,რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ცენტრის გამტარუნარიანობას, მომსახურების არეალს და პარტნიორ კომპანიებს კიდევ უფრო ეფექტურ, სწრაფ და მოქნილ ლოგისტიკურ სერვისებს შევთავაზებთ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის გაფართოებას, მორიგი ეტაპი წლის ბოლომდე დამატებით 50 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ერთიანი სივრცის საწყობის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც რეგიონში ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს კიდევ უფრო განამტკიცებს", - აცხადებს „თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ გენერალური დირექტორი არჩილ წერეთელი.
შეგახსენებთ,რომ კომპანიამ სასაწყობე მიმართულების მასშტაბური განვითარება 2024 წლიდან დაიწყო. თანმიმდევრული საინვესტიციო პოლიტიკისა და ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების შედეგად, თბილისის ლოგისტიკური ცენტრი დღეს უკვე ფლობს 50 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის, როგორც საბაჟო, ისე არა საბაჟო საწყობებს.
სხვა სიახლეები
„თბილისის ლოგისტიკური ცენტრის“ 15 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ახალი საწყობი ოქტომბრის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა
14.10.2026.14:00