მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის ლოგისტიკურმა ცენტრმა გეზის ტერიტორიაზე 60 მლნ ლარის ინვესტიციით 3 ახალი საწყობის მშენებლობა დაიწყო

news image
mbc image

გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ Tbilisi Logistics Center • თბილისის ლოგისტიკური ცენტრი სასაწყობე მიმართულებით ინფრასტრუქტურას აფართოვებს და თბილისის გეზის მიმდებარედ სამი ახალი A კლასის საწყობის მშენებლობა დაიწყო.

2024 წლიდან თბილისის ლოგისტიკური ცენტრი სასაწყობე მიმართულებით პოზიციონირდა, როგორც ლიდერი. ამ ეტაპზე კი კომპანიამ 35,000  კვადრატულ მეტრზე დაიწყო 3 ახალი საწყობის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 15 000  მ² და 13,000 მ² არასაბაჟო საწყობების და ერთი  7,000 მ² საბაჟო საწყობის მშენებლობა.

მშენებლობლობისთვის საქართველოს ბანკის და თბისი ბანკის მხარდაჭერით ჯამურად 60 მილიონი ლარის ინვესტიცია არის გამოყოფილი.  

„აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის დივერსიფიცირებული და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაში,რომელიც ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

2024 წლიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა და ამ ეტაპზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ იმავე ტერიტორიაზე დავიწყეთ 3 ახალი საწყობის მშენებლობა, ჯამურად  35,000  მეტრზე აშენდება 2 არასაბაჟო და ერთი საბაჟო საწყობი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ამ მოთხოვნას შესაბამისად შევხვდეთ“, - აცხადებს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის დირექტორი არჩილ წერეთელი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა