თბილისის მერია გასტრონომიულ ფესტივალს ,,გაუსინჯე თბილისს გემო" იწყებს
დედა ენის ბაღში 21-22 და 28-29 ოქტომბერს „სტრიტ ფუდ ბაზარი” გაიმართება. ორგანიზაცია „გაუსინჯე თბილისს გემო“ ღონისძიების ორგანიზატორია.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა Business Insider Georgia- თან აღნიშნა, ღონისძიების სტუმრებს ბაზრობაზე მრავალი ახალი და საინტერესო გემო ელოდება. აქ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, ღვინისა თუ ლუდის დაგემოვნება. გასტრონომიული ფესტივალი Taste Tbilisi • გაუსინჯე თბილისს გემო პირველად 2019 წელს ჩატარდა.
,,ყველა ქალაქს თავისი გემო აქვს, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად თბილისის გემო გვიყვარს - მრავალფეროვანი, უნიკალური, ეკლექტური, ძველისა და ახლის ნაზავით დაბალანსებული და ყოველთვის დასამახსოვრებელი. რაც შეეხება სტრიტ ფუდ ფესტივალებს, ეს არის სივრცე ახალი იდეებისთვის და წამოწყებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბიზნესის დაწყების ადგილი გახდა. არაერთმა მზარეულმა და გუნდა სწორედ ჩვენს ფესტივალზე სცადა პირველად ბედი.
წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან დებიუტანტები, ვინც პირველად ცდის ბედს სტრიტ ფუდ ფესტივალზე. ,,ქართული სტრიტ ფუდი“ იყო ის კონცეფცია, რითაც მივანიჭეთ უპირატესობა მონაწილეებს. ავარჩიეთ ყველასგან გამორჩეული, ინოვაციური, სხვებისთვის შთამაგონებელი მზარეულები, გუნდები და ახლადგახსნილი ობიექტები. „სტრიტ ფუდ ბაზარზე“, გარდა კულინარიისა, წარმოდგენილი იქნება მუსიკა, გასართობები ბავშვებისთვის, მცირე მეწარმეების მიერ შენთვის შექმნილი ათასგვარი ნივთი, ემოცია თუ ურთიერთობები. ფესტივალის მიზანია სტრიტ ფუდ კულტურის და გასტრონომიის განვითარება საქართველოში, და ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესების თუ ინდივიდუალური მზარეულების ხელშეწყობა“, - ამბობს Taste Tbilisi- ის წარმომადგენელი.
წინა წლებისგან განსხვავებით, წლევანდელი ღონისძიებისთვის სიახლე არის ახალი რესტორნები და კერძები, ასევე იზრდება ფესტივალის მასშტაბი.
Taste Tbilisi - Fall23 -ზე სპეციალური ვეგეტარიანული სივრცე დაემატება, სადაც სხვადასხვა მცენარეულ სტრიტ ფუდ კერძები იქნება წარმოდგენილი: toptheshaker, დიფი, სავანა და Jekuna. შეგახსენებთ, რომ ,,გაუსინჯე თბილისს გემო“ ყოველ წელს ტარდება. ფესტივალის პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, პეპსი, ბორჯომი, FAO Georgia.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.