მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2023-2024-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს 5 რეგიონში, სპორტის 15-ზე მეტ სახეობაში სასკოლო ჩემპიონატები იმართება, რომელშიც მონაწილეობას 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. სასკოლო ლიგის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის sCoolApp-ია.

 

მოტივირებული, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობს, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარ თავში ახალი პოტენციალის აღმოჩენა.

 

სასკოლო ლიგის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება მინი-ფეხბურთია, რომელშიც მონაწილეობა 88 სკოლამ მიიღო. ფინალურ რაუნდში ერთმანეთს თბილისის 94-ე საჯარო სკოლა და 207-ე სკოლა შეხვდნენ, სადაც 94-ე სკოლამ ანგარიშით 5:4 გაიმარჯვა. მესამე ადგილზე კი 52-ე სკოლა გავიდა, რომელმაც 149-ე სკოლას მოუგო.

 

ამასთან, sCoolApp-ისა და School League-ის თანამშრომლობით და Hamaki-სთან კოლაბორაციით, იწყება youtube პროექტი - „კლასგარეშე ლიგა“, რომელშიც მონაწილეობას მინი ფეხბურთის ჩემპიონატის პლეიოფებში გასული გუნდები მიიღებენ და ერთმანეთს სხვადასხვა სახის სპორტულ და ინტელექტუალურ გამოწვევებში შეეჯიბრებიან.  

 

 „საქართველოს ბანკი, როგორც სპორტის და ამ შემთხვევაში კი ფეხბურთის მთავარი ქომაგი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც დაეხმარება მათ, აღმოაჩინონ საკუთარ თავში ახალი პოტენციალი. სასკოლო ლიგასთან ჩვენი პარტნიორობაც სწორედ ამ იდეას ემსახურება. გვინდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც შეიძლება მეტ მოსწავლეს მივცეთ მოტივაცია, არ გაჩერდნენ, მუდმივად ჰქონდეთ სწორება საკუთარი თავის განვითარებაზე. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. გვახარებს პროექტისადმი გამოვლენილი, მუდმივად მზარდი ინტერესი. წელს სასკოლო ლიგის შეჯიბრში მონაწილეობა 500-მდე სკოლის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, ამასთან, მინი-ფეხბურთის ჩემპიონატში 88 სკოლა მონაწილეობდა. ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მათ და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, ვიხილოთ პერსპექტიული, ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდები ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, პირველად სასკოლო ლიგაში გაიმართა კალათბურთის შეჯიბრი. შედეგად, სასკოლო ლიგის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 15-ზე მეტ სახეობაში ჩატარდა.

 

საქართველოს ბანკის sCoolApp-ის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა