თბილისის ოთხ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე საშუალო ქირა ბოლო წლებში მეტწილად სტაბილური იყო და მხოლოდ რუსთაველზე იზრდებოდა - Galt & Taggart
Galt & Taggart - გალტ & თაგარტი ახალ პუბლიკაციას ,,სავაჭრო უძრავი ქონება თბილისში” აქვეყნებს. ,,2025 წელს, თბილისის ძირითადი სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 1.3 მლნ კვ.მ შეადგინა, საიდანაც 58% ბაზრობებზე, 33% მოლებზე, ხოლო 9% ცენტრალურ სავაჭრო ქუჩებზე მოდის. ეს ფორმატები სხვადასხვა მოთხოვნას ემსახურება: მოლები - ბრენდირებულ და ტრაფიკზე დამოკიდებულ ვაჭრობას, ცენტრალური ქუჩები - პრემიუმ და ტურისტულ სეგმენტს, ბაზრობები კი ფასზე ორიენტირებულ მომხმარებელს. 2025 წელს მოლების გასაქირავებელი ფართობი 430 ათასი კვ.მ იყო, ხოლო დაგეგმილი პროექტების ფონზე, იმ შემთხვევაში თუ ყველა განხორციელდება, 2030 წლამდე დამატებით 140 ათასი კვ.მ-ის მიწოდებაა მოსალოდნელი. მიუხედავად ზრდისა, ჭარბი მიწოდების რისკი ბაზარზე ჯერ არ იკვეთება. საცალო ვაჭრობის ბრუნვა 2019-25 წლებში გაორმაგდა, ელ-კომერციის წილი კი ჯერ მცირეა და ფიზიკურ ფორმატებზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ქმნის. მოლებში ვაკანტურობა 2025-ში 6.6% იყო, ქირები კი ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა. 2026-30 წლებში ახალი მიწოდების ფონზე ქირის ზრდა დასტაბილურდება. მოლებისთვის მთავარი შესაძლებლობა ლუქს სეგმენტის განვითარებაა, რადგან ქართველების საზღვარგარეთ დანახარჯების დიდი ნაწილი სწორედ ლუქს ბრენდის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, მაშინ როცა ქართულ მოლებში ასეთი ბრენდების წილი მცირეა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
„ხომლი" არ ჩერდება - ცოცხალი არომატები, პრემიუმ საფქვავები და უმაღლესი სტანდარტები
27.05.2026.14:00
ქართულ ბაზარზე კულინარიული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და მომხმარებლის მოთხოვნებიც ყოველდღიურად იზრდება - მათთვის თანაბრად მნიშვნელოვანია პროდუქტის ხარისხი, უსაფრთხოება და ვიზუალური ესთეტიკა. ამ დინამიკურ გარემოში კომპანია „ხომლი“ მუდმივი განვითარებითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. ბრენდი, რომლის მთავარი ხელწერა უმაღლესი სტანდარტი, ევროპული შეფუთვის დიზაინი და ნამდვილი, ნატურალური არომატებია, ბაზარს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს.
კომპანიის ახალი მიმართულებების, პრემიუმ პროდუქციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „ხომლის“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, თათა დიდებაშვილს ესაუბრა.
რა არის „ხომლის“ მთავარი სიახლეები ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?
ბრენდის მთავარი ფილოსოფია მარტივი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობით სავსეა - „ხომლი“ არასდროს ჩერდება. კომპანიის გუნდი მუდმივად სწავლობს ბაზრის მოთხოვნებს და ორიენტირებულია ასორტიმენტის გაფართოებასა და დახვეწაზე. სწორედ ამ პროცესის შედეგია უახლესი პრემიუმ ხაზი საფქვავებში, რომელიც 5 აუცილებელ გემოს აერთიანებს. აღნიშნული კოლექცია შექმნილია მათთვის, ვისაც კულინარიული ექსპერიმენტები და ნამდვილი, ცოცხალი არომატები უყვარს.
„ხომლის“ ახალი პრემიუმ კოლექცია მოიცავს:
• შავი პილპილის მარცვალი - კლასიკური სიმძაფრე, იდეალური სტეიკისა და შემწვარი ხორცისთვის;
• პილპილების ნაზავი - უნიკალური არომატული ბალანსი თევზისა და ზღვის პროდუქტებისთვის;
• მარილი როზმარინით - ხმელთაშუა ზღვის ნოტები გამომცხვარი კარტოფილისა და ფრინველის ხორცისთვის;
• მარილი წითელი წიწაკით - პიკანტური გემო პასტისა და ომლეტისთვის;
• წითელი წიწაკა - ინტენსიური „ცეცხლი“ აზიური კერძებისა და მძაფრი სოუსების მოსამზადებლად.
რატომ საფქვავი? პასუხი ერთ მარტივ, თუმცა გადამწყვეტ მიზეზშია - სანელებლის ნამდვილი სული და ინტენსიური გემო სწორედ დაფქვის მომენტში იღვიძებს. სტანდარტულად დაფქული პროდუქტისგან განსხვავებით, „ხომლის“ საფქვავები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველ ჯერზე შეიგრძნოს პირველქმნილი არომატი. ეს პროცესი ნებისმიერ კერძს სრულიად განსხვავებულ, ბევრად უფრო დახვეწილ ხასიათს სძენს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავი ნამდვილ შეფ-მზარეულად იგრძნოს.
როგორ არის ორგანიზებული წარმოების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის სისტემა და რა სტანდარტებს ეყრდნობა „ხომლის“ პროდუქციის შექმნის პროცესი - ნედლეულის შერჩევიდან საბოლოო პროდუქტის ბაზარზე გამოტანამდე?
თანამედროვე ბიზნესში წარმატება წარმოუდგენელია მკაცრი სტანდარტების გარეშე. იმისათვის, რომ მომხმარებლის მაგიდაზე ყოველთვის საუკეთესო პროდუქტი მოხვდეს, „ხომლის“ წარმოება შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:
• სუფთა ნედლეული - შეირჩევა მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის ინგრედიენტები;
• ISO 22000 სტანდარტი - თანამედროვე საწარმო სრულად პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს;
• ლაბორატორიული კონტროლი - თითოეული პროდუქტი სისტემატურ და მკაცრ შემოწმებას გადის, რადგან სანდოობა და უსაფრთხოება კომპანიის მთავარი პრიორიტეტია;
• 100%-ით ნატურალური შიგთავსი - პროდუქცია თავისუფალია ხელოვნური დანამატებისგან;
• ევროპული ესთეტიკა - ჯანსაღი შიგთავსისა და პრემიუმ შეფუთვის სინთეზი ქმნის პროდუქტს, რომელიც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზეც.
გარდა ლოკალური ბაზრისა, ვამაყობთ ჩვენი საერთაშორისო ნაბიჯებითაც. სულ ახლახან, მაისში, „ხომლის“ ბრენდი წარმატებით წარდგა ბაქოში, საერთაშორისო გამოფენებზე Caspian Agro-სა და InterFood Azerbaijan-ზე. უცხოელი პარტნიორებისა და ოფიციალური პირების მხრიდან მიღებულმა მაღალმა შეფასებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ხომლის“ ევროპული შეფუთვა და უმაღლესი ხარისხის შიგთავსი სრულად კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზეც.
სად არის შესაძლებელი „ხომლის“ პროდუქციის შეძენა და როგორ არის ბრენდის დისტრიბუცია ორგანიზებული სხვადასხვა სავაჭრო ქსელში?
ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხი ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იყოს. „ხომლის“ სრული ასორტიმენტის შეძენა თითქმის ყველა წამყვან ქსელურ მარკეტშია შესაძლებელი. კომპანიის ახალი სტრატეგიული ნაბიჯის ფარგლებში კი, საფქვავიანი პრემიუმ სერია ექსკლუზიურად „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელშია წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით.
რას მოიცავს „ფერილი“ - „ხომლის“ ახალი ფერადი მარილების პრემიუმ ხაზი და რა კონცეფციას ეფუძნება ის?
„ფერილი“ - ესთეტიკისა და გემოს ახალი კონცეფცია

„ხომლის“ განვითარების ტემპი არ ნელდება. ამჟამად კომპანია საინტერესო შემოქმედებით პროცესშია და უახლოეს მომავალში ბაზარს სრულიად ახალ კონცეფციას - ფერადი მარილების ხაზს, სახელწოდებით „ფერილი“, წარუდგენს.
ეს იქნება პრემიუმ კლასის მიმართულება 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებით მიღებული ფერადი მარილების კოლექცია, რომელიც იდეალურად გააერთიანებს გემოს, ბუნებრივ ფერსა და კულინარიულ ესთეტიკას. კომპანიის მიზანია, კერძის მომზადება რუტინიდან ნამდვილ ვიზუალურ და გემოვნურ შემოქმედებით პროცესად აქციოს.
ჩვენი გუნდი მუდმივად ღიაა ახალი პარტნიორობისთვის, იქნება ეს საცალო ქსელები თუ HORECA სექტორი. გვიხარია, რომ ჩვენი პროდუქციით ხელს ვუწყობთ საქართველოში კულინარიული სტანდარტების ამაღლებას და წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება.
კომპანიის სლოგანია:
„ხომლი“ - ქართული გემო, ევროპული ხარისხი!