მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა აცხადებს მიღებას

news image
mbc image

"Business Insider Georgia" და ეკონომიკური ფორუმი, სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში, აცხადებს მსმენელთა პირველი ნაკადის მიღებას თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის (Tbilisi School of Public Management) სასერტიფიკატო კურსზე. 

სასწავლი კურსის მიზანია საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჯარო და კერძო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

კურსი სრულიად ინოვაციურია და მის ფარგლებში თითოეული თემის გარშემო ცოდნისა და გამოცდილების მიღება, გაზიარება, განხილვა ხდება მხოლოდ პრაქტიკული, რეალური მაგალითების გარშემო და მხოლოდ პანელური განხილვის ფორმატში - თემის მთავარი წარმდგენის (ან წარმდგენები) და მოდერატორის ჩართულობით. 

კურსი მოიცავს ექვს თემას და თითოეულ თემის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის პირები და კერძო სექტორის წამყვანი კომპანიების ცნობილი ბიზნეს ლიდერები

კურსის თემატიკა: 

** რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი
** ბიზნესი და სახელმწიფო - ეფექტური კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
** ინვესტიციები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო როლი
** სექტორული რეფორმები - ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა
** საფინანსო სექტორის მდგრადობა: კოორდინაცია კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის
** გეოპოლიტიკა, სახელმწიფოს საერთაშორისო როლი და ბიზნესი

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 სესია

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 15 მაისამდე გამოაგზავნოთ, მხოლოდ CV (სამოტივაციო წერილი და/ან დამატებითი შეტყობინება სურვილისამებრ) სადაც არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული აღნიშნულ პროექტში თქვენი მონაწილეობის მოტივაცია, შემდეგ ელფოსტაზე: info@businessinsider.ge

კურსის ვადები 20 მაისიდან 20 ივლისამდე

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა