მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისის სამი უბანი, სადაც თებერვალში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა

news image
mbc image

Galt & Taggart-ის მომოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვალში თბილისში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ.

ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა.

„მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან“,- ნათქვამია მიმოხილვაში. 

2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში - ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე (-35.9% წ/წ).

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ფასები და გაყიდული ბინების რაოდენობა თბილისის უბნებში: 

მთაწმინდა - გაყიდვების რაოდენობა 41 ბინა; საშუალო ფასი - 2,683 $ / მ 2; საშუალო ქირა 14.0 $ / მ 2;

ვაკე - გაყიდვების რაოდენობა 135 ბინა საშუალო ფასი 2,337 $ / მ 2 საშუალო ქირა 14.1 $ / მ 2

ჩუღურეთი - გაყიდვების რაოდენობა 90 ბინა საშუალო ფასი 1,588 $ / მ 2 საშუალო ქირა 10.9 $ / მ 2

კრწანისი - გაყიდვების რაოდენობა 107 ბინა საშუალო ფასი 1,482 $ / მ 2 საშუალო ქირა 10.8 $ / მ

საბურთალო - გაყიდვების რაოდენობა 568 ბინა საშუალო ფასი 1,450 $ / მ 2 საშუალო ქირა 12.0 $ / მ

დიდუბე - გაყიდვების რაოდენობა 389 ბინა საშუალო ფასი 1,222 $ / მ 2 საშუალო ქირა 9.8 $ / მ 2

ისანი - გაყიდვების რაოდენობა 213 ბინა საშუალო ფასი 1,203 $ / მ 2 საშუალო ქირა 9.6 $ / მ

ნაძალადევი - გაყიდვების რაოდენობა 375 ბინა საშუალო ფასი 1,117 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.9 $ / მ

გლდანი - გაყიდვების რაოდენობა 345 ბინა საშუალო ფასი 1,024 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.0 $ / მ 2

სამგორი - გაყიდვების რაოდენობა 475 ბინა საშუალო ფასი 989 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.1 $ / მ

დიდი დიღომი - გაყიდვების რაოდენობა 646 ბინა საშუალო ფასი 971 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.1 $ / მ

ვაშლიჯვარი - გაყიდვების რაოდენობა 60 ბინა საშუალო ფასი 955 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.8 $ / მ 2

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა