თბილისის ზღვაზე მდებარე Georgian Sailing Club-ი სკოლას ხსნის
საქართველოს საიალქნო კლუბის ბაზაზე , ძალიან მალე სკოლა გაიხსნება, სადაც პროფესიონალი მწვრთნელები ბავშვებს სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მოამზადებენ.
„დავიწყეთ სკოლის მშენებლობა თბილისის ზღვაზე და მაისიდან უკვე 8 წლის ასაკიდან ბავშვებს მივიღებთ, რომელთაც აფრიანი ნავით გადაადგილებას (აფროსნობას) შევასწავლით და სპორტის ოლიმპიურ სახეობაში მოვამზადებთ“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი, შკიპერი, IYT საერთაშორისო ლიცენზიის მფლობელი, გამოცდილი იახტსმენი, საქართველოს საიალქნო კლუბის კაპიტანი კახაბერ ნონიაშვილი.
„ეს არის კოლაბორაცია საქართველოს საკრეისერო აფროსნული ნავების ასოციაციასთან ერთად. სკოლა განთავსებულია თბილისის ზღვაზე. შევიძინეთ კიდევ 10 ნავი, 5 საბავშვო და 5 ლაზერის ტიპის ოლიმპიური. მაისიდან უკვე ვიწყებთ ბავშვების მეცადინეობასა და ვარჯიშებს. ინტერესი არსებობს. ბევრი მშობელი გვიკავშირდება. სკოლაში მომზადების საფასური იქნება სიმბოლური, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს სპორტი“, - ამბობს კახაბერ ნონიაშვილი.
რაც შეეხება ინვესტიციას, $200 ათასია და Georgian Sailing Club-ის დამფუძნებლის პირად კაპიტალს შეადგენს.
ცნობისათვის, GSC -ის მფლობელობაშია ორი 25 ფუტიანი სპორტული იახტა "Conrad 25", 5 ოლიმპიური ტიპის სპორტული ნავი. "Laser", 1 კატერი.
კლუბის მიერ საქართველოში მომზადებული ეკიპაჟი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო რეგატებში. საქართველოს საიალქნო კლუბუს სპონსორია კომპანია VOLVO -საქართველო, რომლის მხარდაჭერითაც ქართული ეკიპაჟი საერთაშორისო რეგატებში მონაწილეობს. 2024 წლის მარტში VOLVO -საქართველოს მხარდაჭერით , საქართველოს საიალქნო კლუბუს ეკიპაჟი გაემგზავრა კვიპროსზე, სადაც იყო ერთკვირიანი შეკრება, კლუბის წევრებს ოლიმპიური ჩემპიონი ავარჯიშებდა. კლუბმა კვიპროსზე რეგატაზე მე-4 ადგილი დაიკავა.
2024 წლის მაისში ჩატარდება თბილისი ზღვაზე VOLVO-თბილისი GSC რეგატა, რომლის სპონსორიცაა VOLVO -საქართველო და ყოველ წელს გაიმართება.
ცნობისთვის, Georgian Sailing Club-ი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში დასაქმებულია 8 კვალიფიციური მწვრთნელი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.